ჩოგბურთი

10:57 | 14.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჰიუსტონის ტურნირის ფინალურ მატჩში, ჯონ ისნერი ნიკოლას ალმაგროს დაუპირისპირდება

მსოფლიო რეიტინგის 23-ე ჩოგანმა ჯონ ისნერმა, ჰიუსტონში მიმდინარე საჩოგბურთო ტურნირის ფინალში გააღწია. ნახევარფინალურ ეტაპზე, მან მძიმე ბრძოლაში ასპარეზობას გამოთიშა არგენტინელი ხუან მონაკო - 1:6, 6:4, 6:4.

შეხვედრა 2 საათსა და 26 წუთს გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში, ისნერმა ორჯერ შეძლო მეტოქის დაბრეიკება, საკუთარი ჩაწოდება კი სამჯერ დათმო. ამერიკელის ანგარიშზე ასევე გახლდათ 9 ეისი და 6 ორმაგი შეცდომა, მონაკომ კი 1 ეისის წილ, 5 ორმაგი დაუშვა.

ამ გამარჯვების შემდეგ, ჩოგბურთელთა ურთიერთდაპირისპირებათა ანგარიშში სხვაობა კიდევ უფრო გაიზარდა ისნერის სასარგებლოდ - 3:1.

ფინალურ მატჩში, ამერიკელი ჩოგბურთელი ტურნირზე პირველ ნომრად განთესილ ნიკოლას ალმაგროს დაუპირისპირდება, რომელმაც იოლად დაამარცხა კორტების კიდევ ერთი მასპინძელი რაიან უილიამსი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.16697