ფეხბურთი

12:30 | 9.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჰოჯსონმა თავდამსხმელები დაიცვა

ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი როი ჰოჯსონი, ჰონდურასთან ამხანაგური მატჩის უგოლო ფრით დასრულებას (0:0) დიდ პრობლემად არ მიიჩნევს.

“ჩვენ ვერ გავუტანეთ ჰონდურასს, მაგრამ ჯამში ხუთი გოლი გავიტანეთ პერუსთან და ეკვადორთან მატჩებში. სწორედ ამიტომ, თავდამსხმელების კრიტიკა აბსოლუტურად უსაფუძვლოა. დანიელ სტარიჯი და რიკი ლამბერტი ბომბარდირები არიან. გარდა ამისა, ჩვენ გვყავს რუნი, უელბეკი, ჯერარდი და ლამპარდი. ამრიგად, არ მიმაჩნია, რომ შეტევის ხაზის გაძლიერება გვჭირდება” - განუცხადა The Guardian-ს ჰოჯსონმა.

ინგლისელებმა ეკვადორთან ფრედ 2:2 ითამაშეს, ხოლო პერუ 3:0 დაამარცხეს. 

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.178529