გერმანულმა “ჰოფენჰაიმმა” მთავარი მწვრთნელი მარკო კურცი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამ ინფორმაციას ზინსჰაიმელთა ოფიციალური საიტი ადასტურებს.
“ჰოფენჰაიმის” ახალი თავკაცი მარკუს გისდოლია. მას პრესისა და გულშემატკივრების წინაშე ოფიციალურად უახლოეს პერიოდში წარადგენენ.
ცნობისათვის, კურცმა “ჰოფენჰაიმი” გასული წლის დეკემბერში ჩაიბარა, როდესაც კლუბს ბუნდესლიგაში 12 ქულა ჰქონდა და სატურნირო ცხრილში მე-16 ადგილზე იყო. მას შემდეგ, ზინსჰაიმელებმა მხოლოდ 8 ქულა მოიპოვეს და ახლა, გასავარდნ ზონაში არიან. “ჰოფენჰაიმს” მე-16 ადგილამდე 4 ქულა აშორებს.







