ჰოლანდიის 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალბერტ სტუივენბერგმა ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, 10 ოქტომბერს, თბილისში ქართველ თანატოლებთან გასამართი მატჩისთვის შეკრებაზე გამოძახებულ მოთამაშეთა ვინაობა დაასახელა.
ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდის ინფორმაციით, სტუივენბერგმა ასეთი არჩევანი გააკეთა:
მეკარეები: უორნერ ჰანი (“დორდრეხტი”), მიკი ვან დერ ჰარტი (“აიაქსი”), სტეფან ვან დერ ლეი (“გრონინგენი”).
მცველები: სვენ ვან ბიკი (“ფეინოორდი”), ჯოშუა ბენეტი (პსვ), სტეფანო დენსვილი, მაიკ ვან დერ ჰორნი, რუბენ ლიგეონი (ყველა “აიაქსი”), დიკო კოპერსი (“ტვენტე”).
ნახევარმცველები: ნათან აკე (“ჩელსი”, ინგლისი), იასინ აუობი (“უტრეხტი”), კულე ებესილიო, კვინსი პრომესი (ორივე “ტვენტე”), ადამ მაჰერი (პსვ), ტონი ვილჰენა (“ფეინოორდი”).
თავდამსხმელები: ჟან-პოლ ბოეცია (“ფეინოორდი”), ლუკ კასტიანოსი (“ტვენტე”), გუს ჰუპერტსი (“როდა”), იურგენ ლოკადია (პსვ), ლესლი დე სა (“აიაქსი”).
ჰოლანდიის 21-წლამდელებში ერთადერთი დებიუტანტია – “ფეინოორდის” მცველი სვენ ვან ბიკი. სტიუვენბერგს ნაკრებში იასინ აიუბი და მიკი ჰარტი ადრეც მიუწვევია, მაგრამ მათ მოედანზე გასვლა არ მოუწიათ. ჟან-პოლ ბოციას მუხლის ტრავმის გამო დიდი ხანი გაუცდა, თუმცა ახლა მწყობრშია.
მომავალი მატჩი 10 ოქტომბერს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შედგება და 15 საათზე დაიწყება.







