ფეხბურთი

18:45 | 9.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჰუნტელარი ინდივიდუალურად ვარჯიშობს

გელზენკირხენის “შალკეს” ტრავმირებულმა ფორვარდმა კლას-იან ჰუნტელარმა ინდივიდუალურად ივარჯიშა. ამის შესახებ ჰოლანდიური პრესა იუწყება.

“ხუმარების” მთავარმეგოლე სპორტდარბაზში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ დაიტვირთა. მიუხედავად ამისა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჰოლანდიელმა “ლევერკუზენთან” გერმანიის ბუნდესლიგის 29-ე ტურის მატჩში ითამაშოს.

შეგახსენებთ, რომ ჰუნტელარმა მუხლის ტრავმა “დორტმუნდთან” შეხვედრაში მიიღო და მას შემდეგ უქმადაა. ექიმები ჰოლანდიელის დაბრუნებას 20 აპრილისთვის ელიან.

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.178436