ინგლისური “მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველმა იაია ტურემ განაცხადა, რომ ფრანგულ “პარი სენ-ჟერმენთან” არაფერზე მოულაპარაკია და მხოლოდ თავის ამჟამინდელ გუნდზე ფიქრობს.
“პსჟ-ში გადასვლაზე არ ვფიქრობ. ყველას კარგად მოეხსენება, რომ რაც უფრო ახლოვდება სატრანსფერო ფანჯარა, მით მეტი სატრანსფერო ჭორები ჩნდება. ამ ეტაპზე, არავისთან არაფერზე მოგვილაპარაკია. “სიტის” ფეხბურთელი ვარ და ყველაფერს გავაკეთებ, რომ სეზონი წარმატებით დავასრულოთ”, - განუცხადა კოტდივუარელმა შკყ შპორტს-ს.
აღსანიშნავია, რომ პსჟ-ს გარდა, იაია ტურეს გადაბირება მადრიდის “რეალს”, ლონდონის “ჩელსისა” და მახაჩყალის “ანჟის” სურთ.







