ფეხბურთი

14:19 | 11.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

იბიშევიჩი 5 მატჩით დასაჯეს

 

“შტუტგარტის” ფორვარდი ვედად იბიშევიჩი თავის გუნდს გერმანიის ბუნდესლიგის უახლოესი 5 ტურის განმავლობაში ვერ დაეხმარება. გერმანული საფეხბურთო კავშირის ოფიციალური საიტის ცნობით, 29 წლის ბოსნიელი 5-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისჯება.

იბიშევიჩმა “აუგსბურგის” მცველ იან კალსენ-ბრაკერს ბუნდესლიგის მე-20 ტურის მატჩში უთავაზა, რის გამოც მთავარმა არბიტრმა წითელი ბარათი აუფრიალა. სადისციპლინო კომიტეტმა იმსჯელა და თავდამსხმელს განაჩენიც გამოუტანა.

ცნობისათვის, ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში, იბიშევიჩმა 20 მატჩი ჩაატარა და 10 გოლით გამოირჩა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.097284