“პარი სენ ჟერმენის” ლიდერი ზლატან იბრაჰიმოვიჩი, მიმდინარე სეზონში, მოედანზე ვეღარ გავა. ამ ინფორმაციას Le Parisien-ი ავრცელებს.
შვედმა თავდამსხმელმა ტრავმა 2 აპრილს, “ჩელსისთან” ჩემპიონთა ლიგაზე გამართულ მატჩში მიიღო. თავდაპირველი ინფორმაციით, ზლატანი დაახლოებით ერთ თვეს გამოტოვებდა, მაისის დასაწყისში დაბრუნდებოდა და ლიგა ერთის ბოლო 3 მატჩში მონაწილეობას მიიღებდა. თუმცა, როგორც ირკვევა, 32 წლის შემტევის მკურნალობის პროცესი გრაფიკს ჩამორჩება და ექიმების გადაწყვეტილებით, ის მიმდინარე სეზონში აღარ ითამაშებს.
პსჟ-ს, დიდი ალბათობით, დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა იბრაჰიმოვიჩის გარეშეც არ გაუჭირდება. ლორან ბლანის გუნდი ლიგა ერთს 7-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს და პარიზელებს “მონაკოზე” ერთით ნაკლები თამაში აქვთ ჩატარებული.









