ფეხბურთი

12:33 | 14.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩი პსჟ-ს დატოვებას არ აპირებს

საფრანგეთის ჩემპიონ პსჟ-ს შვედმა ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა განაცხადა, რომ კლუბთან გაფორმებულ კონტრაქტს პატივს სცემს და გუნდის გამოცვლას არ აპირებს.

“იმდენ ხანს ვითამაშებ, სანამ ამის შესაძლებლობა მექნება. მთავარია, ფიზიკურად და მორალურად თავს კარგად ვგრძნობდე. კონტრაქტის თანახმად, პსჟ-ში კიდევ ორი წელიწადი უნდა ვითამაშო და მე ამ შეთანხმებას პატივს ვცემ, მერე კი, ვნახოთ რა იქნება” – განაცხადა შვედეთის ეროვნული ნაკრების ფორვარდმა.

31 წლის იბრაჰიმოვიჩი პსჟ-ში შარშან ზაფხულში, იტალიური “მილანიდან” 20 მილიონ ევროდ გადავიდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.088144