ფეხბურთი

10:59 | 22.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ილიჩიჩი 15 დღე ვერ ითამაშებს

 

ფლორენციის “ფიორენტინას” ნახევარმცველ იოსიპ ილიჩიჩს აღდგენითი პროცესის გასავლელად დამატებითი 15 დღე ჭირდება.

25 წლის სლოვენიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს ტერფთან დაკავშირებული პრობლემების გამო უკვე ერთი თვეა არ უთამაშია. მოედანზე ის ბოლოს 26 სექტემბერს, “ინტერთან” მატჩში გავიდა, დაზიანება კი 7 ოქტომბერს, ვარჯიშისას მიიღო.

Fოოტბალლ Iტალია-ს ცნობით, ილიჩიჩი დოქტორ ვან დეიკის მეთვალყურეობით მკურნალობდა. მისი აზრით, ტერფი უკვე კარგადაა, თუმცა დამატებითი ორი კვირაა საჭირო, რათა სლოვენიელმა ფეხბურთის სრულფასოვნად თამაში შეძლოს. ამრიგად, ის გამოტოვებს თამაშებს ევროპის ლიგაზე “პანდურთან”, ხოლო იტალიის ჩემპიონატში “კიევოს”, “ნაპოლისა” და “მილანთან”. ის მოედანზე სავარაუდოდ 7 ან 10 ნოემბერს გავა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.086575