მსოფლიო სპორტის ისტორიიდან

12:19 | 12.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ინგლისური ფეხბურთის ლეგენდა - ბობი მური

 1941წლის 12 აპრილს დაიბადა ბობი მური (რობერტ ფრედერიკ ჩელსი მური). ინგლისის ფეხბურთელთა ნაკრებისა და ლონდონის “ვესტ ჰემ იუნაიტედის” კაპიტანი (ამპლუით მცველი). ამ გუნდში გამოდიოდა 1958-74 წლებში. 1974-77 წლებში თამაშობდა კიდევ ერთ ლონდონურ გუნდში “ფულჰემში”, შემდეგ ჩრდილოეთ ამერიკის ლიგის კლუბებში (“სან ანტონიოსა” და “სიეტლში’). ინგლისისა და აშშ-ს  ჩემპიონატების 699 მატჩში გაიტანა 26 გოლი. 1966 წლის მსოფლიოს ჩემპიონი. მონაწილეობდა 1962 და 1970 წლების მუნდიალებზეც. 1965 წელს, “ვესტ ჰემთან” ერთად მოიგო თასების მფლობელთა თასი. ინგლისის ნაკრებში ჩატარებული აქვს 108 მატჩი (2 გოლი). 1964  წელს მოიგი ინგლისის თასი და დაასახელეს ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელად. ბობი მური 1993 წლის 24 თებერვალს გარდაიცვალა.

0.1647