იტალიური “ნაპოლის” შუახაზელი გეკჰან ინლერი სტამბულის “გალათასარაიში” გადასვლას არ გეგმავს. ფეხბურთელის აგენტმა დინო ლამბერტიმ Football Italia-ს უთხრა, რომ ზამთარში, აღნიშნული ტრანსფერი გამორიცხულია.
“დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს ტრანსფერი არ შედგება. მოლაპარაკება არცერთ თურქულ კლუბთან მქონია. ინლერი ბენიტესისთვის საჭირო ფეხბურთელია. მას ქალაქი და გუნდი ძალიან უყვარს. ნეაპოლში ბრწყინვალე გუნდი იკვრება და თავად ინლერიც კარგად თამაშობს. მას მწვრთნელებიც ენდობიან. რატომ უნდა გადავიდეს სხვაგან?”, - განაცხადა ლამბერტიმ.
ცნობისათვის, იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში, ინლერმა შვიდივე მატჩი ჩაატარა და გოლითაც გამოირჩა.







