მილანის „ინტერმა“, სერია A-ში, კარი მშრალად ზედიზედ მესამედ შეინახა, რაც 2011 წლის დეკემბრის შემდეგ პირველად მოხდა. 28-ე ტურის გახსნით მატჩში, ვალტერ მაცარის გუნდი ევროსაგზურისთვის ბრძოლაში ერთ-ერთ კონკურენტს, „ვერონას“ სტუმრობდა. მილანელებმა მეტოქეს თითო ტაიმში თითო გოლი გაუტანეს და ზედიზედ მე-2 თამაში მოიგეს.
თამაში სტუმართა უპირატესობით წარიმართა. ყველაზე მეტად მილანელთა მარჯვენაფლანგელი ჟონათანი აქტიურობდა, რომელიც შეხვედრის გმირად მოგვევლინა. მე-13 წუთზე, მისი გადაცემა გოლად პალასიომ აქცია, ხოლო 63-ე წუთზე, მასპინძელთა კარი თავად ბრაზილიელმაც აიღო.
ვერონა-ინტერი 0:2 (0:1)
ვერონა, “მარკ ანტონიო ბენტეგოდი” 23973
ვერონა (4-3-3): რაფაელი, კაჩატორე (მარტინიო 76), მორასი, მაიეტა, ალბერტაცი, სალა, დონატი (სირილიანო 86), მარკინიო (კაჩა 86), რომულო, ტონი, იტურბე.
მწვრთნელი: ანდრეა მანდორლინი.
ინტერი (3-1-4-2): ჰანდანოვიჩი, კამპანიარო, რანოკია, როლანდუ, კამბიასო, ჟონათანი, გუარინი (კოვაჩიჩი 74), ერნანესი (კუზმანოვიცი 90+2), დ’ამბროზიო (ძანეტი 70), პალასიო, იკარდი.
მწვრთნელი: ვალტერ მაცარი.
გოლები: 0:1 პალასიო (13), 0:2 ჟონათანი (63).
გაფრთხილებები: დონატი 28, ალბერტაცი 54 - კამბიასო 51.
მსაჯი: ლუკა ბანტი.
ბურთის ფლობა: 49%-51%, დარტყმა: 10 (4)-18 (8), კუთხური: 3-5, თამაშგარე: 2-1, სეივი: 6-4, ჯარიმა: 6-7.





