ფეხბურთი

14:30 | 2.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ინტერი” მილიტოს არ თმობს

მილანის “ინტერი” ვეტერან თავდამსხმელ დიეგო მილიტოს გაყიდვას არ გეგმავს. La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, მძიმე ტრავმის მიუხედავად, მილანელებს არგენტინელის შენარჩუნება სურთ.

მოგეხსენებათ, მილიტომ “კლუჟთან” მატჩში მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო და მიმდინარე სეზონში მოედანზე გასვლას ვეღარ შეძლებს. თავდამსხმელის ხილვით არგენტინული “რასინგია” დაინტერესებული, მაგრამ “ნერაძური” უარზეა.

მილიტოს მილანელებთან კონტრაქტი 2014 წლის ზაფხულში ეწურება. მიმდინარე სეზონში, ტრავმის მიღებამდე, არგენტინელმა “ინტერის” მაისურით 20 მატჩი ჩაატარა.

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.084624