ფეხბურთი

17:38 | 3.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ინტერის” ბრაზილიელი: “ჩემმა აგენტმა და ცხადაძემ რაღაც ვერ გაიყვეს”

ბაქოს “ინტერის” ბრაზილიელი ნახევარმცველი ფლავიო ბეკი, ტრანსფერზე დაყენების მიზეზად მის აგენტსა და გუნდის მთავარ მწვრთნელ კახა ცხადაძეს შორის არსებულ უთანხმოებას ასახელებს.

“აზერბაიჯანის დატოვება არ მსურს. ბაქოში ცხოვრება მომწონს. “ინტერში” თამაში მსურს, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ მეძლევა. ცხადაძესთან პრობლემები არ მაქვს. ჩემმა აგენტმა მასთან რაღაც ვერ გაიყო და ამიტომ, არ ვთამაშობ. სხვა აზერბაიჯანული კლუბების წინადადებების განხილვას ვაპირებ. იმედია, რომ ისინი იქნება” – იუწყება ბრაზილიელის სიტყვებს ინტერნეტპორტალი azerifootball.com-ი.

27 წლის ფლავიო ბეკი “ინტერში” შარშან ჩაირიცხა და ბაქოელთა რიგებში 5 თამაში ჩაატარა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095627