ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, მილანის “ინტერი” კატალონიის “ბარსელონას” მცველის – მარტინ მონტოიას შეძენას ეცდება. ამის შესახებ ერთბაშად ორი იტალიური გამოცემა იუწყება.
21 წლის მონტოია “ბარსელონას” ახალი თაობის ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ფეხბურთელადაა მიჩნეული, მაგრამ დანიელ ალვესის ჩრდილქვეშაა და შესაძლებლობების სრულად წარმოჩენას ვერ ახერხებს. მილანელები ესპანელს სათამაშო პრაქტიკას პირდებიან.
ცნობისათვის, მონტოიას კატალონიელებთან კონტრაქტი 2014 წელს ეწურება. აქვე შეგახსენებთ, რომ “ინტერს” “ბარსას” კიდევ ერთი ფეხბურთელის – ალექსის სანჩესის გადაბირებაც სურს.





