სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

19:47 | 12.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ინტერმა” ვან დერ ვილით დაინტერესება დაადასტურა

“ინტერის” ხელმძღვანელობა ადასტურებს, რომ მილანური გუნდი “პარი სენ ჟერმენის” მარჯვენა მცველის, გრეგორი ვან დერ ვილის შეძენითაა დაინტერესებული.

“ვან დერ ვილის ტრანსფერთან დაკავშირებით პსჟ-სთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. საუბარი არენდაზე მიდის.” – აცხადებს “ინტერის” დირექტორი პიერო აუსილიო.

გრეგორი ვან დერ ვილი, რომელიც ამჟამად 25 წლისაა, პსჟ-ში გასულ ზაფხულში, “აიაქსიდან” გადაბარგდა, მაგრამ პარიზელთა ძირითად შემადგენლობაში ადგილის მოპოვება მან ვერ მოახერხა. ლიგა ერთის გასულ გათამაშებაში, ჰოლანდიელმა მოედანზე საერთო დროის 45% დაჰყო. ჩატარებულ 22 თამაშში (17 ძირითადში), მან 1 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.178853