მილანის “ინტერის” ბრაზილიელი მცველი ჟუან ჟეზუსი ტრავმირებულია და ის მიმდინარე სეზონში მოედანზე გასვლას ვერ მოახერხებს.
შაბათს, “ბოლონიასთან” გამართულ მატჩში, ჟეზუსმა ტრავმა პირველ ტაიმში მიიღო და ის ვალტერ სამუელმა შეცვალა. მოგვიანებით გაირკვა, რომ 22 წლის უკანახაზელს მარჯვენა მუხლის მყესები აქვს დაზიანებული და ის მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს.
ჟეზუსი “ინტერში” 2012 წლიდან თამშობს. სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში მან 16 თამაში ჩაატარა.









