ფლორენციის “ფიორენტინას” ლიდერი სტევან იოვეტიჩი ტრავმირებულია. “იების” ოფიციალურმა საიტმა კვირას გაახმაურა, რომ ჩერნოგორიელს ბარძაყი აწუხებს, მაგრამ დღევანდელმა სამედიცინო შემოწმებამ თავდამსხმელს 2-კვირიანი უქმობა “გამოუწერა”.
იოვეტიჩი “კალიარისთან” იტალიის ჩემპიონატის უკანასკნელი ტურის მატჩში დაშავდა და შეცვლა პირველსავე ტაიმში ითხოვა. ექიმების თავდაპირველი ვარაუდით, ფორვარდს არცთუ მცირე დროის ლაზარეთში გატარება დასჭირდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა.
ამგვარად, დაზუსტებით შეიძლება ითქვას, რომ იოვეტიჩი ვერც “ატალანტასთან” ითამაშებს და ვერც “მილანთან”.





