ძიუდო

16:02 | 7.12.2012 | ნანახია [] - ჯერ

ირაკლი ცირეკიძე ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტობის მესამე კანდიდატია

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი ცირეკიძემ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტობის სურვილი გამოთქვა. ოლიმპიურმა და მსოფლიოს ჩემპიონმა საქართველოს ძიუდოს ფედერაციაში განაცხადი ცოტა ხნის წინ შეიტანა.
პრეზიდენტობის მსურველთათვის განაცხადის წარმოსადგენად დაწესებული ვადა წინასწარი ინფორმაციით დღეს საღამოს უნდა ამოწურულიყო, თუმცა ძიუდოს ფედერაციის ცნობით, განაცხადების მიღება დღის 2 საათზე დასრულდა და ფედერაციის პრეზიდენტობისთვის 3 კანდიდატი იბრძოლებს.
საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში 10 დეკემბერს გაიმართება. ხმის უფლების მქონე 47 დელეგატი კი არჩევანს დავით ქევხიშვილს, თემურ ხუბულურსა და ირაკლი ცირეკიძეს შორის გააკეთებს.
 

 

ოთარ მაღლაკელიძე


 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090307