ძიუდო

21:07 | 12.09.2012 | ნანახია [] - ჯერ

ირაკლი ცირეკიძე ნაკრების მწვრთნელობის უმთავრესი კანდიდატია

ხვალ, საქართველოს ძიუდოს ფედერაცია დიღომში მდებარე ძიუდოს აკადემიაში პრესკონფერენციას ჩაატარებს, რომელზეც საზოგადოებას საქართველოს ნაკრების ახალ მწვრთნელს წარუდგენს. ფედერაციის მიერ გავრცელებული ოფიციალური ანონსის მიხედვით, ეროვნული გუნდის დამრიგებელს საწყის ეტაპზე დროებითი მწვრთნელის სტატუსი ექნება. ოფიციალური კონტრაქტი კი, სავარაუდოდ, ერთ თვეში გაფორმდება, მას შემდეგ, რაც ძიუდოს ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ეყოლება.
ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა 5 ოქტომბერს გაიმართება და დღის წესრიგის უმთავრესი საკითხი სწორედ საპრეზიდენტო არჩევნები იქნება. კულუარული ინფორმაციით, ახალი პრეზიდენტი ცეზარ ჩოჩელი გახდება, თუმცა, როგორც “მსოფლიო სპორტმა” შეიტყო, ოფიციალური განაცხადი ჯერ არც მას წარუდგენია და არც სხვა კანდიდატებს.
რაც შეეხება ახალ მთავარ მწვრთნელს, მოარული ხმებით, ეს ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძეა. მისი ასისტენტები კი ლაშა გუჯეჯიანი და გიორგი ვაზაგაშვილი იქნებიან. თუმცა, დაველოდოთ ოფიციალურ წარდგენას.

ოთარ მაღლაკელიძე

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.074229