მიუხედავად იმისა, რომ გაგანია 21-ე საუკუნეა და მსოფლიოს ქვეყნების უდიდეს ნაწილში ქალები უფლებების მხრივ მამაკაცებთან გათანაბრებულნი არიან, ჯერ კიდევ არსებობენ ქვეყნები, სადაც ქალებს სპორტის კუთხით შეზღუდვები აქვთ და ეს შეზღუდვები ძალიან ცუდ შედეგებს იწვევს.
ისეთ უკიდურესად ისლამისტურ სახელმწიფოებში, როგორიც მაგალითად ირანი ანდა საუდის არაბეთია, ქალებს დღემდე აიძულებენ, რომ სპორტის სხვადასხვა სახეობაში სპეციალური თავსაბურავით მიიღონ მონაწილეობა.
