ავტოსპორტი

17:07 | 25.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ისევ ფეტელი და ვებერი

მეორე პრაქტიკაზე, ერთბაშად შვიდმა პილოტმა შეძლო სებასტიან ფეტელის მიერ პირველ პრაქტიკაზე დაფიქსირებული დროის გაუმჯობესება, თუმცა თავად გერმანელმაც მოუმატა ტემპს და საბოლოოდ, ერთადერთმა შეძლო „ბუდ-ის“ წრის 1:26-ზე ნაკლებში გავლა. მარკ ვებერიც ამ ზღვართან ახლოს გაჩერდა. „რედ ბულისთვის“ მთავარი კი ისაა, რომ მისმა ორივე პილოტმა ისევ ორი საუკეთესო დრო აჩვენა.

საინტერესოა, რომ რაც ნიუ დელის მახლობლად, ეს ტრასა აშენდა, მასზე ჩატარებულ ყველა თავისუფალ პრაქტიკაზე, საუკეთესო დრო მხოლოდ ერთ პილოტს აქვს. დიდი მისნობა არ სჭირდება იმის გამოცნობას, თუ ვინაა ეს პილოტი. ამ ჰეგემონიის გასაგრძელებლად, მან კვალიფიკაციის წინა პრაქტიკაც უნდა მოიგოს. თუმცა, საერთო ჯამში, ეს მაინც არაფრის მომცემია.

ამჯერად მეხუთე დრო ჰქონდა ფერნანდო ალონსოს, ვისაც რბოლის პირველ ან მეორე ადგილზე დასრულება სჭირდება იმისათვის, რომ ფეტელის მეოთხე ჩემპიონობა აბუ დაბიმდე გადაიდოს. ამასთან, თუ ალონსო მოიგებს, ფეტელი მეხუთზე ადგილზეც ვერ უნდა გავიდეს, რომ ტიტული ვერ გაინაღდოს. თუ ალონსო მეორეზე გავა, მაშინ ფეტელმა მერვე ადგილიც ვერ უნდა დაიკავოს...

მოკლედ, ფეტელს დიდი შანსი აქვს იმისა, რომ ფ1-ის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ოთხგზის ჩემპიონი გახდეს. ამასთან, ის გახდება პირველი, ვინც თავისი პირველი ოთხი ტიტულის ზედიზედ მოგებას შეძლებს. მოკლედ, მიხაელ შუმახერის მიღწევების გაუმჯობესება უკვე დაწყებული აქვს...

 

ინდოეთის დიდი პრიზი

მეორე თავისუფალი პრაქტიკა

1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)             1:25.722

2. მარკ ვებერი (ავსტრალია, რედ ბული)                     1:26.011

3. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                 1:26.220

4. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)           1:26.399

5. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                  1:26.430

6. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                   1:26.582

7. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                           1:26.601

8. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)                        1:26.632

9. სერხიო პერესი (მექსიკა, მაკლარენი)                      1:26.857

10. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)             1:26.972

11. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)      1:27.304

12. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია)             1:27.375

13. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                 1:27.429

14. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ზაუბერი)               1:27.491

15. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)            1:27.608

16. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)      1:27.720

17. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი)               1:27.949

18. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთ, ტორო როსო)             1:28.431

19. გიედო ვან დერ გარდე (ჰოლანდია, კატერჰემი)     1:28.692

20. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია)                    1:28.799

21. შარლ პიკი (საფრანგეთი, კატერჰემი)                     1:29.366

22. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია)                   1:30.164

http://autopanoramaf2.blogspot.com/

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.161381