ჯერ ნეაპოლში წაგება, ახლა კი “მანჩესტერ სიტისთან” 6 გოლის გაშვება – ცუდი კვირა აქვს ლონდონის “არსენალს”. მიუხედავად ამისა, არსენ ვენგერი პანიკაში არ ჩავარდნილა და აღნიშნა, ჩემს გუნდსაც იმდენი საგოლე შანსი ჰქონდა, თავისუფლად შეიძლებოდა, 6-ზე მეტი გოლი გაგვეტანაო.
ვენგერს არასაფეხბურთო თემებზეც მოუწია საუბარი. 1. უილშირმა შუა თითი უჩვენა “სიტის” ფანებს და ფრანგმა მწვრთნელმა, ეს თუ მართალია, უილშირი მკაცრად დაისჯებაო; 2. მატჩის შემდეგ პერ მერტეზაკერი მესუთ იოზილისკენ გაიქცა, უყვირა და თითი უტრიალა ცხვირწინ. მერტეზაკერი იმან გააბრაზა, რომ იოზილი “არსენალის” ფანებთან ახლოს არ მივიდა და ტაში არ დაუკრა. ვენგერმა ჟურნალისტებს უთხრა, ეს პრობლემა გასახდელში მოგვარდებაო.
6:3 შთამბეჭდავია, მითუმეტეს როცა ლიდერს ამარცხებ. “სიტიმ” აშკარად დაჩაგრა “მეთოფეები” და ჩანს, რომ მანუელ პელეგრინის გუნდი ტურიდან ტურამდე უკეთესი ხდება. ჩილელი სპეციალისტი გახარებული იყო, უკვე გვაქვს ჩვენი სათამაშო ხელწერა და ყველა პირობაა საიმისოდ, რომ სტაბილურად გავყვეთო. დიდებულად ითამაშა ფერნანდინიომ და აქ მხოლოდ დუბლზე არაა საუბარი.
ერთადერთი, რაც “სიტის” ფანებს გულს დასწყვეტდა, სერხიო აგუეროს ტრავმაა. კვირას შეიტყობენ, თუ რამდენი ხანი გაუცდება “ქალაქელთა” ბომბარდირს. ისე, “არსენალსაც” დაუშავდა კაცი და პირველივე ტაიმში შესაცვლელი გახდა – ფრანგი კოსიელნი. მისი ტრავმა უფრო სერიოზული ჩანს.
“ჩელსიმ” დამაჯერებლად ვერ მოიგო “კრისტალ პალასთან”. ისეთი თამაში იყო, ყველაფერი შეიძლებოდა მომხდარიყო – მომენტები პულისის გუნდსაც ჰქონდა. და მაინც, ჟოზე მოურინიუს გუნდი მეორე ადგილზეა.
ბრწყინვალე ფორმაშია “ევერტონი” და ამჯერად “ფულემი” გაამწარა (4:1). აღსანიშნავია, რომ 73-ე წუთამდე 1:1 იყო. რობერტო მარტინესის გუნდი ოთხეულშია – ოღონდ, მეზობელ “ლივერპულს” სათამაშო აქვს ამ ტურში. “საუთჰემპტონი” ბოლო ტურებში ვეღარ იგებს, თუმცა ამჯერად ნიუკასლში აღებული ქულა (1:1) აქტივში უნდა ჩაეთვალოს.
აუტსაიდერ “სანდერლენდს” ლონდონში “ვესტ ჰემთან” მოგება შეეძლო და მოიგებდა კიდეც, რომ არა ფინელი იუსი იასკილაინენის ბრწყინვალე თამაში. სკანდინავიელმა მეკარემ ურთულესი ბურთები მოიგერია... 0:0 დასრულდა.
მანჩესტერ სიტი –არსენალი 6:3 (2:1)
მანჩერსტერი. “ეტიჰადი”. 47229
სიტი: პანტილიმონი, საბალეტა, კომპანი, დემიკელისი, კლიში, იაია ტურე, ფერნანდინიო, ნასრი (ხავი გარსია 89), დავიდ სილვა (მილნერი 71), აგუერო (ნავასი 51), ნეგრედო.
მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი
არსენალი: შჩესნი, სანია, კოსიელნი (ვერმაელენი 42), მერტეზაკერი, მონრეალი, ფლამინი (გნაბრი 72), უილშირი, რემსი, იოზილი, უოლკოტი, ჟირუ (ბენდტნერი 77).
მწვრთნელი: არსენ ვენგერი
გოლები: 1:0 აგუერო (14), 1:1 უოლკოტი (31), 2:1 ნეგრედო (40), 3:1 ფერნანდინიო (49), 3:2 უოლკოტი (63), 4:2 დავიდ სილვა (66), 5:2 ფერნანდინიო (88), 5:3 მერტეზაკერი (90+4), 6:3 ტურე (90+6).
გაფრთხილება: დავიდ სილვა (49), კომპანი (80), შჩესნი (90+5)
მსაჯი: ატკინსონი.
ბურთის ფლობა: 53%-47%, დარტყმა: 22(7)-12(6), ჯარიმა: 12-6, კუთხური: 8-8, თამაშგარე: 2-4, სეივი: 3-1.
კარდიფი – ვესტ ბრომვიჩი 1:0 (0:0)
კარდიფი. “კარდიფ სიტი”. 26852
კარდიფი: მარშალი, ტეილორი, ტარნერი, კატერინი, ქოლკერი, უიტინგემი, მედელი (გუნარსონი 88), მაჩი, ნუნი, ოდემვინჟი (ბო-კიონგ კიმი 90), კემპბელი (მეინარდი 82).
მწვრთნელი: მალკი მაკქეი.
ვესტ ბრომვიჩი: მაიჰილი, ოლსონი, რიჯუელი, ჯონსი, მაკეილი, ამალფიტანო (ბერაინო 73), სესენიონი, მულუმბუ, ბრანტი, იაკობი (სინკლერი 75), ლონგი (ვიდრა 75).
მწვრთნელი: სტივ კლარკი.
გოლი: 1:0 უიტინგემი (66)
გაფრთხილება: მედელი (36), ჯონსი (51), მაჩი (63).
მსაჯი: ვები.
ბურთის ფლობა: 52%-48%, დარტყმა: 8(4)-7(2), ჯარიმა: 14-11, კუთხური: 8-6, თამაშგარე: 5-10, სეივი: 2-5
ჩელსი – კრისტალ პალასი 2:1 (2:1)
ლონდონი. “სტემფორდ ბრიჯი”. 41608
ჩელსი: ჩეხი, ასპილიკუეტა, ივანოვიჩი, ტერი, დავიდ ლუიზი, ესიენი, ვილიანი (შიურლე 82), მატა (ოსკარი 63), რამირესი, აზარი, ტორესი (ბა 84).
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიუ
კრ.პალასი: სპერონი, დელენი, უორდი, მარიაპა, გაბიდონი, იედინაკი, დიკგაჩოი (ოკიფი 26), პანჩონი, ბანანი (ბოლასი 51), ჟერომი, შამახი (გეილი 88).
მწვრთნელი: ტონი პულისი.
გოლები: 1:0 ტორესი (16), 1:1 შამახი (29), 2:1 რამირესი (35).
გაფრთხილება: შამახი (33), ესიენი (58), ივანოვიჩი (69).
მსაჯი: კლატენბურგი.
ბურთის ფლობა: 67%-33%, დარტყმა: 8(3)-5(1), ჯარიმა: 13-7, კუთხური: 3-1, თამაშგარე: 2-2, სეივი: 2-5
ევერტონი – ფულემი 4:1 (1:0)
ლივერპული. “გუდისონ პარკი”. 36500
ევერტონი: ჰოვარდი, ოვიედო, იაგიელკა, დისტინი, პიენაარი (სტოუნსი 88), ბერი, ოსმანი, კოულმენი, ბარკლი, დეულოფეუ (მირალაში 64), ლუკაკუ.
მწვრთნელი: რობერტო მარტინესი.
ფულემი: სტეკელენბურგი, ჰიუზი, რიტერი, სენდეროსი, რიისე, დეჟაგა (დაფი 83), სიდუელი, პარკერი, კარაგუნისი (ბენტი 77), კაჩანიკლიჩი (კასამი 60), ბერბატოვი.
მწვრთნელი: რენე მალენსტენი.
გოლები: 1:0 ოსმანი (18), 1:1 ბერბატოვი (66), 2:1 კოულმენი (73), ბერი (84), მირალაში (90+2).
გაფრთხილება: დეჟაგა (70), პიენაარი (76), სენდეროსი (90).
მსაჯი: ტეილორი.
ბურთის ფლობა: 55%-45%, დარტყმა: 10(8)-9(7), ჯარიმა: 9-8, კუთხური: 12-2, თამაშგარე: 0-2, სეივი: 2-5
ნიუკასლი – საუთჰემპტონი 1:1 (1:0)
ნიუკასლი. “სენტ ჯეიმს პარკი”. 42300
ნიუკასლი: კრული, დებიუში, კოლოჩინი, ვილიამსონი, სანტონი (ჰაიდარა 77), ტიოტე, მუსა სისოკო, ანიტა, ამეობი (სისე 61), რემი, გუფრანი (ბენ არფა 72).
მწვრთნელი: ალან პარდიუ
საუთჰემპტონი: გაზანიგა, შოუ, ლოვრენი, ჰოიველდი, დევისი, ქორკი, ვორდ-პრაუსი (შნეიდერლინი 46), ჩამბერსი, ჯეი როდრიგესი (გალაჰერი 90+6), ლამბერტი, ოსვალდო (ლალანა 46).
მწვრთნელი: მაურისიო პოკეტინიო
გოლები: 1:0 გუფრანი (27), 1:1 ჯეი როდრიგესი (66).
გაფრთხილება: ქორკი (65), შნეიდერლინი (90+4).
მსაჯი: ჯონსი.
ბურთის ფლობა: 51%-49%, დარტყმა: 16 (6)-6(2), ჯარიმა: 10-15, კუთხური: 11-3, თამაშგარე: 6-7, სეივი: 1-4
ვესტ ჰემი – სანდერლენდი 0:0
ლონდონი. “ბოლეინ გრაუნდი” . 30890
ვესტ ჰემი: იასკილაინენი, მაკარტნი, კოლინზი, დემელი (ობრაიენი 58), ტომკინსი, ნობლე, იარვისი (კოლიზონი 55), დიამი, ჯო კოული (კარლტონ კოული 75), მორისონი, მაიგა.
მწვრთნელი: სემ ელერდაისი.
სანდერლენდი: მანონე, ოში, ბრაუნი, ბერდსლი (დოსენა 80), ჩელუსტკა, კატერმოლი, ლარსონი, სუ-იონგ კი, ჯაკერინი, ალტიდორი (ფლეტჩერი 73), ბორინი 9ადამ ჯონსონი 71).
მწვრთნელი: გუსტავო პოიეტი.
გაფრთხილება: ნობლე (25)
მსაჯი: მარინერი
ბურთის ფლობა: 43%-57%, დარტყმა: 10(2)-13(5), ჯარიმა: 11-4, კუთხური: 2-9, თამაშგარე: 0-2, სეივი: 3-4
ჰალი – სტოკი 0:0
ჰალი. “კინგსტონი”, 21908
ჰალი: მაკგრეგორი, ფიგეროა, დევისი, ბრიუსი (ბრედი 66), ჩესტერი, ჰადლსტოუნი, ელ-მოჰამადი, მეილერი (როსენიორი 78), ლივერმორი, საგბო, გრემი (ბოიდი 83).
მწვრთნელი: სტივ ბრიუსი.
სტოკი: ბეგოვიჩი, შოუკროსი, უილსონი, კამერონი, მუნიესა (პიტერსი 66), აირლენდი, ველანი (პალასიოსი 78), ნზონზი, კრაუჩი, აისადი, არნაუტოვიჩი (ადამი 90).
მწვრთნელი: მარკ ჰიუზი.
გაფრთხილება: საგბო (60)
მსაჯი: დინი.
ბურთის ფლობა: 41%-59%, დარტყმა: 11(2)-19(6), ჯარიმა: 6-10, კუთხური: 2-9, თამაშგარე0-1, სეივი: 6-2.
კვირას გაიმართება: ასტონ ვილა – მანჩესტერ იუნაიტედი, ნორვიჩი – სუონსი, ტოტენჰემი – ლივერპული.
ბომბარდირები:
15 – ლუის სუარესი (“ლივერპული”)
12 – სერხიო აგუერო (“სიტი”)
9 – დანიელ სტარიჯი (“ლივერპული”)







