ფეხბურთი

13:07 | 9.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

იტალიაში, ევროპის ლიგისთვის იბრძოლებენ

სერია A-ს დასრულებამდე 3 ტურით ადრე, უკვე ცნობილია ქვეყნის ჩემპიონის, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასული და სერია B-ში გავარდნილი ერთი გუნდის ვინაობა. გაოფიციალურებაღა აკლია ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის ფლეი ოფებში „მილანისა“ და „ფიორენტინას“ მოხვედრას, ხოლო სერია B-ში „პალერმოსა“ და „სიენას“ გავარდნას. ამრიგად, ერთადერთი, რისთვისაც იტალიაში სერიოზული ბრძოლაა გამოცხადებული, ევროპის ლიგის საგზურია.

სატურნირო ცხრილში ისეთი სიტუაციაა შექმნილი, რომაულ გუნდებს ერთმანეთის წარმატება რომ გაუხარდებათ. „ლაციოსთვის“ და „რომასთვის“ მთავარია, მე-5 ადგილი არა „უდინეზემ“, არამედ რომელიმე დედაქალაქურმა გუნდმა დაიკავოს. თუ ასე მოხდა, ევროპის ლიგის საგზურს ორივე მათგანი მოიპოვებს - ერთი სერია A-ში დაკავებული პოზიციის გამო, ხოლო მე-2 თასის ფინალში გასვლის წყალობით.

თუმცა, „უდინეზეს“ ფორმა რომაელებს ოპტიმიზმის საფუძველს ნამდვილად არ აძლევს. ფრანჩესკო გვიდოლინის შეგირდებმა ზედიზედ 6 თამაში მოიგეს. ბოლო მათგანი პალერმოში გაიმართა და ის უდინელთათვის მძიმე გამოდგა. სტუმრები 2-ჯერ იგებდნენ, მაგრამ სერია A-ში დარჩენისთვის მებრძოლმა სიცილიელებმა ორივეჯერ გაათანაბრეს. საბოლოოდ, 3 ქულის ბედი ბენატიას მიერ 83-ე წუთზე გატანილმა გოლმა გადაწყვიტა. ამ წაგების შემდეგ, „პალერმო“ მე-17 ადგილზე მყოფ გუნდს 4 ქულით ჩამორჩება, წინ კი მხოლოდ 2 ტურია.

ზედიზედ მე-3 წაგების შემდეგ, ევროტურნირებზე ფიქრს შეეშვა „ინტერი“, რომელმაც „ლაციოსთან“ საკუთარ კედლებში წააგო. რომაელთა მხრიდან, ამჯერად, თავი მიროსლავ კლოზეს არ გამოუჩინა (წინა ტურში, მან 5 გოლი გაიტანა), მაგრამ დედაქალაქელებმა ამის გარეშეც იმარჯვეს. მასპინძელთა უპირატესობით წარმართულ შეხვედრაში ანგარიში 22-ე წუთზე, სტუმრებმა გახსნეს. მარჯვენა ფლანგიდან შეტევის დროს, კანდრევამ ძალიან კარგად ითამაშა და საჯარიმოში ჩააწოდა, ხოლო კარიდან გაუმართლებლად გამოსულმა ჰანდანოვიჩმა ავტოგოლი გაიტანა. ათიოდ წუთში, რიკი ალვარესმა, თავური დარტყმით, ანგარიში კი გაათანაბრა, მაგრამ პირველივე ტაიმში, თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან, ერნანესმა წინ კვლავ „ლაციო“ გაიყვანა. 70-ე წუთზე, ალვარესს დუბლის გაფორმების კარგი შანსი ჰქონდა, მაგრამ მან თერთმეტმეტრიანი დარტყმა ძალიან ცუდად შეასრულა, ხოლო 76-ე წუთზე, დაახლოებით 30 მეტრიდან, ონაზიმ შესანიშნავი გოლი გაიტანა და შეხვედრას წერტილი დაუსვა.

ტოსკანურ დაპირისპირებაში იმარჯვა „ფიორენტინამ“, რომელმაც „სიენას“ გონსალო როდრიგესის გოლით სძლია. ამ მატჩში, ფლორენციელთა განაცხადში პირველად მოხვდა ჯუზეპე როსი, მაგრამ დიდი ხნის უთამაშებელ იტალიელ თავდამსხმელს მოედანზე გამოსვლის საშუალება არ მისცემია.

მიუხედავად „ფიორენტინას“ მოგებისა, მაინც შეიძლება თამამად ითქვას, რომ ფლორენციელები მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ვერ ითამაშებენ. ამის მიზეზი „მილანის“ მიჯრით მე-3 მოგებაა. სერია B-ში უკვე გავარდნილ „პესკარასთან“ ალეგრის შეგირდებმა იოლად იმარჯვეს. აღსანიშნავია მარიო ბალოტელის დუბლი. იტალიელ თავდამსხმელს, 11 მატჩში, 11 გოლი დაუგროვდა.

ზედიზედ მე-9 თამაში მოიგო „იუვენტუსმა“, რომელმაც გასულ ტურში, ზედიზედ მე-2 ჩემპიონობა ოფიციალურად გაიფორმა. ტურინელებმა „ატალანტას“ მატრის მიერ მე-18 წუთზე გატანილი გოლის წყალობით სძლიეს. „ბებერი სინიორას“ შემტევმა ანდრეა პირლოს შორეული გადაცემა გამოიყენა.

წაგებათა 4-მატჩიანი სერია შეწყვიტა მე-2 ტურინულმა გუნდმა. „ტორინომ“ „ჯენოას“ უმასპინძლა და გუნდებმა ერთმანეთს ვერ გაუტანეს. შედეგად, შეიძლება ითქვას, რომ მომდევნო სეზონში, ორივე მათგანი სერია A-ში ითამაშებს.

აღვნიშნავთ იმასაც, რომ 36-ე ტურის 10 თამაშიდან 8 სტუმრებმა მოიგეს და 2 ფრედ დასრულდა. არადა, გასულ კვირა დღეს ჩატარებული 8 მატჩიდან ყველა მასპინძლებმა მოიგეს.

 

პესკარა-მილანი 0:4 (0:2)

პესკარა, “ადრიატიკო

პესკარა (4-2-3-1): პერინი, ძაური, კოშიჩი, კაპუანო, ბალძანო, რიცო, ტონი, დი ფრანჩესკო (კატალანო 87), კაშიონე (მანჩინი 75), სკული (ჩელიქი 46), სფორცინი.

მწვრთნელი: კრისტიან ბუკი.

მილანი (4-3-3): აბიატი, აბატე, საპატა, იეპესი, კონსტანტი, ფლამინი (ტრაორე 59), მუნტარი, ნოჩერინო, ნიანგი (პაცინი 63), ბალოტელი, რობინიო (ელ შაარავი 73).

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი.

გოლები: 0:1 ბალოტელი (9, პენ), 0:2 მუნტარი (33), 0:3 ფლამინი (51), 0:4 ბალოტელი (57).

გაფრთხილება: რიცო 11.

მსაჯი: კარმინე რუსო.

ბურთის ფლობა: 36%-64%, დარტყმა: 2 (0)-10 (7), კუთხური: 3-7, თამაშგარე: 2-2, სეივი: 2-0, ჯარიმა: 19-16.

 

სამპდორია-კატანია 1:1 (1:0)

გენუა, “ლუიჯი ფერარისი 23000

სამპდორია (3-5-2): და კოშტა, გასტალდელო, პალომბო, კასტელინი, დე სილვესტრი, პოლი (მუნარი 87), ობიანგი, რენანი, ესტიგარიბია, ედერი (სანსონე 61), ლოპესი.

მწვრთნელი: დელიო როსი.

კატანია (4-3-3): ფრიზონი, ისკო, როლინი, სპოლი, მარკეზე, ბიაჯანტი, ლოდი (გონტანი 78), ალმირონი, ბარიენტოსი, ბერგესიო (კანი 90+1), გომესი.

მწვრთნელი: როლანდო მარანი.

გოლები: 1:0 დე სილვესტრი (36), 1:1 სპოლი (68).

გაფრთხილებები: დე სილვესტრი 67 - ალმირონი 24, მარკეზე 39, როლინი 75, გონტანი 83.

მსაჯი: დომენიკო ჩელი.

ბურთის ფლობა: 56%-44%, დარტყმა: 12 (7)-2 (1), კუთხური: 5-1, თამაშგარე: 0-2, სეივი: 0-5, ჯარიმა: 14-18.

 

სიენა-ფიორენტინა 0:1 (0:1)

სიენა, “არტემიო ფრანკი 9000

სიენა (3-5-2): პეგოლო, ტეიშეირა, ტერლიცი, ტერცი, ანჯელო (სესტუ 81), ვერგასოლა, კალელო, ბოლძონი (როზინა 52), რუბინი, რეჯინალდო (ბოგდანი 64), ემეგარა.

მწვრთნელი: ჯუზეპე იაჩინი.

ფიორენტინა (4-3-3): ვივიანო, სავიჩი, როდრიგესი, კომპერი, პასკუალი, ფერნანდესი (რომულო 72), მილიაჩო, ვალერო, კუადრადო, ლარონდო (ელ ჰამდაუი 60), იოვეტიჩი (ტონი 81).

მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა.

გოლი: 0:1 როდრიგესი (14).

გაფრთხილებები: ტერლიცი 14, კალელო 28, ვერგასოლა 69, ტერცი 74, ტეიშეირა 76, როზინა 90+2 - კომპერი 16, მილიაჩო 88.

მსაჯი: დანიელე ორსატო.

ბურთის ფლობა: 44%-56%, დარტყმა: 9 (3)-10 (6), კუთხური: 4-7, თამაშგარე: 2-1, სეივი: 3-2, ჯარიმა: 16-13.

 

ტორინო-ჯენოა 0:0

ტურინი, “ოლიმპიკო 15000

ტორინო (5-3-2): ჟილე, დარმიანი, გლიკი, ოგბონა, როდრიგესი, დ’ამბროზიო (ბირსა 54), ბრიგი, ვივესი, ბაშა, ჩერჩი (ბარეტო 58), ბიანკი (მეჯორინი 66).

მწვრთნელი: ჯამპიერო ვენტურა.

ჯენოა (5-3-2): ფრეი, კასანი (გრანქვისტი 46), პორტანოვა, მანფრედინი, მორეტი, ანტონელი, კუცკა (ტოცერი 70), მათუსალემი, რიგონი, ბერტოლაჩი, ბორიელო (ფლორო ფლორესი 73).

მწვრთნელი: დავიდე ბალარდინი.

გაფრთხილებები: მანფრედინი 24, გრანქვისტი 67.

მსაჯი: ჯანლუკა როკი.

ბურთის ფლობა: 55%-45%, დარტყმა: 10 (5)-2 (1), კუთხური: 5-1, თამაშგარე: 0-1, სეივი: 1-5, ჯარიმა: 9-12.

 

ატალანტა-იუვენტუსი 0:1 (0:1)

ბერგამო, “ატლეტი აძური 14000

ატალანტა (3-5-2): კონსილი, სკალონი, სტენდარდო, კანინი, რაიმონდი (ჯორჯი 7), კარმონა (მორალესი 69), ჩიგარინი, ბიონდინი, დელ გროსო (პარა 79), ბონავენტურა, დენისი.

მწვრთნელი: სტეფანო კოლანტუანო.

იუვენტუსი (3-5-2): სტორარი, კიელინი, მარონე, კასერესი, ისლა, პადოინი (ვიდალი 68), პირლო, ჯაკერინი, დე ჩელიე (პელუზო 76), მატრი, კვალიარელა (ანელკა 68).

მწვრთნელი: ანტონიო კონტე.

გოლი: 0:1 მატრი (18).

გაფრთხილებები: ჯორჯი 50, კარმონა 57, სტენდარდო 58, ჩიგარინი 75 - პირლო 41.

მსაჯი: მარკო გუიდა.

ბურთის ფლობა: 43%-57%, დარტყმა: 13 (4)-10 (3), კუთხური: 3-5, თამაშგარე: 2-2, სეივი: 2-3, ჯარიმა: 11-10.

 

ინტერი-ლაციო 1:3 (1:2)

მილანი, “ჯუზეპე მეაცა 47000

ინტერი (4-3-3): ჰანდანოვიჩი, ჟონათანი (ბენასი 31), რანოკია (პაზა 53), ჟეზუსი, პერეირა, კუზმანოვიჩი (გარიტანო 80), კოვაჩიჩი, კამბიასო, გუარინი, როკი, ალვარესი.

მწვრთნელი: ანდრეა სტრამაჩონი.

ლაციო (4-4-2): მარკეტი, კონკო, კანა, დიასი (სიანი 46), რადუ, კანდრევა, ლედესმა (ონაზი 60), ერნანესი, ლულიჩი, კლოზე, ფლოკარი (გონსალესი 59).

მწვრთნელი: ვლადიმირ პეტკოვიჩი.

გოლები: 0:1 ფლოკარი (22), 1:1 ალვარესი (33), 1:2 ერნანესი (45+4, პენ), 1:3 ონაზი (76).

70-ე წუთზე, ალვარესმა ვერ გამოიყენა თერთმეტმეტრიანი.

გაფრთხილებები: რანოკია 45+3, ჟეზუსი 75, პერეირა 83 - ლედესმა 33.

მსაჯი: მაურო ბერგონცი.

ბურთის ფლობა: 55%-45%, დარტყმა: 14 (8)-7 (5), კუთხური: 11-6, თამაშგარე: 3-1, სეივი: 3-7, ჯარიმა: 10-16.

 

ბოლონია-ნაპოლი 0:3 (0:0)

ბოლონია, “რენატო დალ’არა 21000

ბოლონია (4-2-3-1): სტოიანოვიჩი, მოტა, სორენსენი, კარვალიო (ნალდო 82), მორლეო, ტაიდერი, პერესი (პაციენცა 55), კონე (მოსკარდელი 66), დიამანტი, ხრისტოდულოპულოსი, ჯილარდინო.

მწვრთნელი: სტეფანო პიოლი.

ნაპოლი (3-5-2): დე სანკტისი, როლანდო, კანავარო, ბრიტოსი, მაჯო, ჯემაილი, ბეჰრამი (ინლერი 23), ჰამშიკი (ელ კადური 78), ზუნიგა, კავანი, ლ. ინსინიე (პანდევი 69).

მწვრთნელი: ვალტერ მაცარი.

გოლები: 0:1 ჰამშკი (53), 0:2 კავანი (63, პენ), 0:3 ჯემაილი (67).

გაფრთხილებები: კონე 8, ჯილარდინო 8, პერესი 45+2, დიამანტი 57 - ჯემაილი 36, ბრიტოსი 58.

მსაჯი: დავიდე მასა.

ბურთის ფლობა: 47%-53%, დარტყმა: 13 (4)-8 (4), კუთხური: 3-0, თამაშგარე: 3-1, სეივი: 1-3, ჯარიმა: 22-14.

 

კალიარი-პარმა 0:1 (0:0)

ტრიესტე, “ნერეო როკო 9000

კალიარი (4-3-1-2): აგაცი, პერიკო, არიაუდო, როსეტინი, მურუ, დესენა (ერიკსონი 70), კონტი, ნაინგოლანი (ეკდალი 84), რიბეირო, ნენე (საუ 63), იბარბო.

მწვრთნელი: ივო პულგა.

პარმა (4-3-3): მირანტე, როზი, პალეტა, კოდა, გობი, ვალდესი (ამპუერო 67), გალოპა (მარკიონი 56), პაროლო, ბიაბიანი, ამაური, ბელფოდილი (პალადინო 78).

მწვრთნელი: რობერტო დონადონი.

გოლი: 0:1 როზი (80).

გაფრთხილებ: გობი 39.

მსაჯი: მიკაელ ფაბრი.

ბურთის ფლობა: 49%-51%, დარტყმა: 9 (6)-6 (4), კუთხური: 9-5, თამაშგარე: 6-3, სეივი: 3-6, ჯარიმა: 13-17.

 

პალერმო-უდინეზე 2:3 (1:1)

პალერმო, “რენცო ბარბერა 17000

პალერმო (3-5-2): სორენტინო, მუნიოსი, ფონ ბერგენი, არონიკა, მორგანელა, ბარეტო, ფორლინი (არევალო რიოსი 78), კურტიჩი (ერნანდესი 67), დოსენა (გარსია 71), ილიჩიჩი, მიკოლი.

მწვრთნელი: ჯუზეპე სანინო.

უდინეზე (3-5-2): ბრკიჩი, ბენატია, ანჯელა, ორტო, ბასტა, პერეირა, ალანი, ბადუ, სილვა, მურიელი (რანეგიე 90), დი ნატალე (ზილინსკი 67).

მწვრთნელი: ფრანჩესკო გვიდოლინი.

გოლები: 0:1 მურიელი (10), 1:1 მიკოლი (34, პენ), 1:2 ანჯელა (64), 2:2 ერნანდესი (81), 2:3 ბენატია (83).

54-ე წუთზე, დი ნატალემ ვერ გამოიყენა თერთმეტმეტრიანი.

გაფრთხილებები: ბარეტო 30, დოსენა 51, არონიკა 54, ფორლინი 61, მორგანელა 75 - ბადუ 47.

მსაჯი: ანტონიო ჯანოკარო.

ბურთის ფლობა: 53%-47%, დარტყმა: 11 (4)-9 (7), კუთხური: 4-8, თამაშგარე: 1-0, სეივი: 3-2, ჯარიმა: 24-11.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092451