სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

2:07 | 15.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

„იტალიური დერბის“ შედეგმა „ნაპოლი“ ერთპიროვნულად გაალიდერა

ჩემპიონთა ლიგის მოახლოებული მატჩების გამო, იტალიური ფეხბურთის წამყვანი გუნდების თამაშები შაბათს გაიმართა. ამ დღეს, იტალიურმა სტადიონებმა ორ მილანუ-ტურინულ დაპირისპირებას, ასევე „ნაპოლისა“ და „ატალანტას“ მატჩს უმასპინძლეს.

ყველაზე დიდ ინტერესს „იტალიურ დერბიდ“ წოდებული დაპირისპირება იწვევდა. „ინტერი“ და „იუვენტუსი“ ერთანეთს 222-ედ შეხვდნენ. მილანელები 70-ე მოგებისთვის იბრძოდნენ, ხოლო ტურინელებს მოგებათა ასამდე დამრგვალება სურდათ. საბოლოოდ, მიზანს ვერცერთმა მათგანმა მიაღწია.

„ჯუზეპე მეაცაზე“ გამართულ დაძაბულ მატჩში ანგარიში „ინტერის“ ახალწვეულმა, მაურო იკარდიმ გახსნა. 20 წლის არგენტინელს, სერია A-ში თავისი ბოლო გოლი „იუვენტუსის“ კარში ჰქონდა გატანილი. ეს მან გასული სეზონის უკანასკნელ ტურში გააკეთა, როდესაც „სამპდორიას“ „ბებერ სინიორასთან“ 3:2 მოგებაში დაეხმარა. ამჯერად, მან „ინტერის“ მაისურით იხეირა. 73-ე წუთზე, რიკი ალვარესმა ბურთი „იუვენტუსის“ ნახევარზე მოიპოვა და იკარდი მეკარესთან პირისპირ გაიყვანა. ახალგაზრდა შემტევმა სერია A-ში თავისი მე-11 გოლი გაიტანა, აქედან მე-4 „იუვენეტუსის“ კარში.

ტურინელებმა „ინტერის“ გულშემატკივარს გოლის აღნიშვნა არ აცალეს. ორ წუთში, ანგარიში კვლავ საყაიმო იყო. სტუმართა შეტევის მარცხენა ფლანგზე ასამოამ ბოლომდე იბრძოლა და ვიდალს გაატანინა. ცნობისთვის, „იუვეს“ მიერ იტალიის ჩემპიონატში გატანილი ბოლო 16 გოლიდან ზუსტად ნახევარი ჩილელ ნახევარმცველზე მოდის.

შეხვედრის ბოლოს სტუმრები აქტიურობდნენ, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა, რაც იმას ნიშნავს, რომ ორივე გუნდმა, მიმდინარე გათამაშებაში, პირველი ქულები დაკარგა.

ფრედ დასრულდა მე-2 ტურინულ-მილანური დაპირისპირებაც. არადა, „ტორინო“ „მილანის“ დამარცხებასთან ძალიან ახლოს იყო.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, 47-ე და 71-ე წუთებზე, „მილანს“ გოლები დ’ამბროზიომ და ჩერჩიმ გაუტანეს. სტუმრებს ქულის მოპოვების იმედი მუნტარიმ ჩაუსახა, რომელმაც 87-ე წუთზე, საჯარიმოს გარედან სუსტად დაარტყა, მაგრამ კარიდან წინ გამოსულმა პადელიმ გუნდის გადარჩენა მაინც ვერ მოახერხა. მიმდინარეობდა მსაჯის მიერ დამატებული მე-3 წუთი, როდესაც პოლი მასპინძელთა საჯარიმოში საპენალტედ დაეცა, მარიო ბალოტელიმ კარიერაში 21-ე თერთმეტმეტრიანი დაარტყა და ამჯერადაც ზუსტად.

„მილანში“ დაბრუნების შემდეგ, პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა კაკამ, მაგრამ 70 წუთში მან თავი ვერაფრით გამოიჩინა.

მადრიდის „რეალის“ ყოფილი ფეხბურთელების გოლების წყალობით ერთპიროვნულად გალიდერდა „ნაპოლი“, რომელმაც მე-3 თამაშიც მოიგო. რაფაელ ბენიტესის გუნდმა „ატალანტა“ შეხვედრის ბოლო 20 წუთში გატეხა. 71-ე წუთზე, ჰამშიკის გადაცემა იგუაინმა გამოიყენა, ხოლო ათ წუთში, ჯემაილს გარჯა შეცვლაზე შესულმა კალიეხონმა დაუფასა.

 

ინტერი-იუვენტუსი 1:1 (0:0) 

მილანი, “ჯუზეპე მეაცა” 46000

ინტერი (3-4-2-1): ჰანდანოვიჩი, კამპანიარო, რანოკია, ჟეზუსი, ჟონათანი, გუარინი, კამბიასო, ტაიდერი (იკარდი 68), ნაგატომო, ალვარესი (კოვაჩიჩი 80), პალასიო.

მწვრთნელი: ვალტერ მაცარი.

იუვენტუსი (3-4-1-2): ბუფონი, ბარძალი, ბონუჩი, კიელინი, ლიხტშტაინერი (ისლა 46), ვიდალი, პირლო (პადოინი 87), პოგბა, ასამოა, ვუჩინიჩი (კვალიარელა 72), ტევესი.

მწვრთნელი: ანტონიო კონტე.

გოლები: 1:0 იკარდი (73), 1:1 ვიდალი (75).

გაფრთხილებები: კამპანიარო 15, რანოკია 62 - ლიხტშტაინერი 17, ვიდალი 61.

მსაჯი: დანიელე ორსატო.

ბურთის ფლობა: 46%-54%, დარტყმა: 8 (4)-13 (5), კუთხური: 6-1, თამაშგარე: 1-5, სეივი: 4-3, ჯარიმა: 16-14.

 

ნაპოლი-ატალანტა 2:0 (0:0) 

ნეაპოლი, “სან პაოლო

ნაპოლი (4-2-3-1): რეინა, მესტო, ალბიოლი, კანავარო, არმერო, ჯემაილი (რადოსევიჩი 85), ინლერი, პანდევი (ჰამშიკი 66), მერტენსი (კალიეხონი 59), ინსინიე, იგუაინი.

მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი.

ატალანტა (3-5-1-1): კონსილი, სტენდარდო (ლივაია 79), იეპესი, ლუჩინი, რაიმონდი, ჩიგარინი, კარმონა, ბაზელი, დელ გროსო (ბრივიო 66), ბონავენტურა (მორალესი 59), დენისი.

მწვრთნელი: სტეფანო კოლანტუანო.

გოლები: 1:0 იგუაინი (71), 2:0 კალიეხონი (81).

გაფრთხილებები: კალიეხონი 74 - ჩიგარინი 35.

გაძევება: ჩიგარინი 74.

მსაჯი: ჯანლუკა როკი.

ბურთის ფლობა: 66%-34%, დარტყმა: 29 (11)-11 (5), კუთხური: 7-2, თამაშგარე: 0-4, სეივი: 5-9, ჯარიმა: 7-11.

 

ტორინო-მილანი 2:2 (0:0) 

ტურინი, “ოლიმპიკო

ტორინო (3-3-2-2): პადელი, გლიკი, ბოვო, მორეტი, ბრიგი, ვივესი, ელ კაუტარი, დარმიანი, დ’ამბროზიო (პასკუალე 80), ჩერჩი (ლარონდო 76/ფარნერუდი 90+5), იმობილე.

მწვრთნელი: ჯამპიერო ვენტურა.

მილანი (4-3-1-2): აბიატი, ძაკარდო, მექსე, საპატა, ემანუელსონი, მონტოლივო (პოლი 46), დე იონგი, მუნტარი, კაკა (ბირსა 70), ბალოტელი, რობინიო (მატრი 58).

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი.

გოლები: 1:0 დ’ამბროზიო (47), 2:0 ჩერჩი (71), 2:1 მუნტარი (87), 2:2 ბალოტელი (90+7, პენ).

გაფრთხილებები: ელ კადური 64, გლიკი 88 - საპატა 45+1, პოლი 87.

მსაჯი: დავიდე მასა.

ბურთის ფლობა: 44%-56%, დარტყმა: 10 (3)-14 (5), კუთხური: 4-4, თამაშგარე: 3-0, სეივი: 3-1, ჯარიმა: 13-15.

 

1. ნაპოლი 3 3 0 0 9:2 9
    
2. იმტერი 3 2 1 0 6:1 7
    
3. იუვენტუსი 3 2 1 0 6:2 7
    
4. რომა 2 2 0 0 5:0 6
   
5. ფიორენტინა 2 2 0 0 7:3 6
   
6. მილანი 3 1 1 1 6:5 4
    
7. ტორინო 3 1 1 1 4:4 4
    
8. კალიარი 2 1 0 1 3:4 3
   
9. ლაციო 2 1 0 1 3:5 3
   
10. ლივორნო 2 1 0 1 4:3 3
   
11. ვერონა 2 1 0 1 2:4 3
   
12. უდინეზე 2 1 0 1 4:3 3
   
13. ატალანტა 3 1 0 2 3:4 3
    
14. სამპდორია 2 0 1 1 2:3 1
   
15. პარმა 2 0 1 1 1:3 1
   
16. კიევო 2 0 1 1 2:4 1
   
17. ბოლონია 2 0 1 1 2:5 1
   
18. კატანია 2 0 0 2 1:5 0
   
19. ჯენოა 2 0 0 2 2:7 0
   
20. სასუოლო 2 0 0 2 1:6 0
  

 

ბომბარდირები

ჰამშიკი ("ნაპოლი") - 4; როსი ("ფიორენტინა"), ვიდალი ("იუვენტუსი") - 3.

 

15 სექტემბერი

ფიორენტინა-კალიარი; ვერონა-სასუოლო; ლაციო-კიევო; ლივორნო-კატანია; უდინეზე-ბოლონია; სამპდორია-ჯენოა.

0.097104