თბილისის "დინამოს" ყოფილი მეკარე და ამჟამად გუნდის მეკარეების მწვრთნელი
"მსოფლიო სპორტი"
- წალენჯიხის რაიონის სოფელ ჯვარში დავიბადე. 12 წლის ვიყავი, როცა თბილისში ჩამოვედი და გლდანის სკოლა-ინტერნატში მივედი. ჩემი პირველი მწვრთნელი ცხონებული თენგიზ ხვადაგიანი გახლდათ. 1978
- ის პერიოდი უფრო მკაფიოდ გაიხსენეთ, როცა "დინამოში" პირველად მოხვდით.
- გუნდი რეგრესს განიცდიდა. თაობათა ცვლამ თავისი გაიტანა, უარყოფითად აისახა. მიზეზს ყველანი ვხვდებოდით. როგორც ახალგაზრდას, ბევრნი ამომიდგნენ გვერდში. განსაკუთრებით, დავით მუჯირი. გაბელია კი ჩემთვის მაგალითი იყო, სულ ერთად ვცხოვრობდით შეკრებისას. ოთარი ხომ ასეთი ნერვიული იყო მინდორზე, მაგრამ ზოგადად მშვიდი პიროვნებაა. მას ასეთი თვისება ჰქონდა: რამე თუ აწუხებდა, არ გამოტყდებოდა, დგებოდა კარში და 90 წუთის განმავლობაში, ტკივილი არ ახსოვდა.
- ყველაზე სასიამოვნოდ რომელი თამაში გახსენდებათ?
- ალბათ, ბათუმის "დინამოსთან" თასის ფინალი, რომელიც 1:0 მოვიგეთ. ეს 1996
- ხშირად გამიგია, მეკარე განსხვავებული ხასიათის უნდა იყოს - ცოტა გიჟური თვისებებითო.
- დიახ, თუმცა ასე არ ვფიქრობ. მეკარე თუ მშვიდად არ დგას, კარგად თამაში გაუჭირდება.
- გვინახავს მეკარეები, რომლებიც მაღალი კლასით არ გამოირჩევიან, თუმცა პენალტის აღების დიდოსტატები არიან. მაგალითად, "სტიუასა" მეკარე დუკადამმა ჩემპიონთა თასის ფინალში "ბარსელონასთან" 4-დან 4-ივე პენალტი მოიგერია, არადა, რუმინეთის ნაკრების ძირითადი მეკარე არ გახლდათ. აგვიხსენით ეს ფენომენი - პენალტის აღების სპეციალისტი.
- ეს უფრო სისწრაფეზეა დამოკიდებული. გავიხსენებ არგენტინელ გოიკოეჩეას, რომელმაც 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე არაერთი პენალტი მოიგერია. ვაკვირდებოდი, დარტყმის შემდეგ ხტებოდა.
- მეკარეების ფეხით თამაში, რომლის ნოვატორი ედვინ ვან დერ სარი იყო. თქვენ "დინამოში" გიორგი ლორიას მწვრთნელი ხართ და ისიც მშვენივრად თამაშობს ფეხით. ეს თანდაყოლილი აქვს თუ იმუშავა?
- არა. ლორია დადიოდა მინი-ფეხბურთის სათამაშოდ და აი, სედეგიც. ფეხით მართლაც მშვენივრად თამაშობს.
- ლორიამ თქვენს ხელში გაიარა და დიდი პროგრესი განიცადა ბოლო წლებში. რის ხარჯზე?
- როცა ლორია "დინამოში" მოვიდა, კახა კაჭარავა იყო მწვრთნელი. პირველი მეკარე იყო დიდიე ოვონო, ლორიას კი თამაში არ უწევდა. გიორგის ჰქონდა ძალიან კარგი თვისებები: შეცდომას ყოველთვის აღიარებდა, თავის გამართლებას არასოდეს იწყებდა. შრომისმოყვარეა და მონაცემებიც ხელს უწყობს.
- კარნახი მეკარისთვის აუცილებელი კომპონენტია.
- ოღონდ, ცენტრს აქეთ. მეკარე არ უნდა ჩაერიოს იმაში, თუ რა ხდება მოწინააღმდეგის ნახევარზე.
- შეიმჩნევა ასეთი ტენდენცია: მეკარეებს იშვიათად ცვლიან. ანუ, ნდობის კრედიტი ძირითად მეკარეს უფრო დიდი აქვს, ვიდრე ძირითად მარჯვენა მცველს, ან მარცხენა ნახევარმცველს. რით ახსნით?
- ასეა. მეკარე სხვა სპეციფიკისაა. გოლკიპერს უნდა ენდო, რადგან მის მიმართ ნდობას თუ დაკარგავ, ეს ცუდად იმოქმედებს. არ შეიძლება, მეკარე ერთი ჩაგდებული მატჩის გამო სკამზე გადასვა.
- მაგრამ დუბლიორი ხომ ცოდოა?
- თუ ძირითადი მეკარის შეცდომებმა სისტემატური სახე მიიღო, მაშინ სხვა რა გზაა - დუბლიორი უნდა ათამაშო. უბრალოდ, ძირითად მეკარეს უფრო დიდხანს უნდა ენდო.
- რენე იგიტას ცნობილი "მორიელის დარტყმა". რას იტყვით, რამდენად გამართლებულია ასეთი მოქმედება?
- არანაირად არაა გამართლებული. როცა კარში დგახარ, რამდენად დარწმუნებულიც არ უნდა იყო საკუთარ თავში, მსგავს საცირკო ნომერს არ უნდა მიმართო.
- ვის მიიჩნევთ დღეს მსოფლიოს საუკეთესო მეკარედ?
- ბუფონზე ლაპარაკიც ზედმეტია. და ძალიან ძლიერია პეტრ ჩეხი.
- და ბოლოს, "დინამოში" სახალისო ამბებს რა დალევდა. რომელიმე გაიხსენეთ.
- კახეთში დამპატიჟეს ქეიფზე, არადა, ვარჯიში მაქვს იმ დღეს. წინა დღეს ვარჯიშზე კარში მირტყამდნენ. ერთხელაც, ლევან ხომერიკმა დამირტყა და ჩავიკეცე, ვითომ ძალიან მეტკინა. გავედი ვარჯიშიდან, ტრავმა მაქვს-მეთქი. ვიცოდი, სემამოწმებდნენ. ბოლოს ასეთი იდეა მომივიდა: ფუტკარი დავიჭირე და ფეხზე ძალით ვაკბენინე. წავედი კახეთში, მაგრამ ბედი არ გინდა? ნაკბენი გამისივდა, ვერც ვიქეიფე, ვერც ვერაფერი. როცა ჩამოვედი, გუნდის ექიმმა ზაქრო თელიამ შემამოწმა და მიხვდა, რაც მოხდა. ზაქროს რას გამოაპარებდი.
... საერთოდ კი, "დინამო" ჩემი სახლია. ხშირად ხდება, სამუშაო გვიან მეწყება, მე კი დილიდან ბაზაზე ვარ. 20 წელზე მეტი - ეს მთელი ცხოვრებაა. მადლობა ღმერთს, რომ ასეთ კლუბში ყოფნის საშუალება მეძლევა. ბატონმა რომან ფიფიამ ყველაფერი გააკეთა, რათა თითოეულმა ჩვენგანმა კომფორტულად იგრძნოს თავი და მხოლოდ ფეხბურთზე იფიქროს.









