სერია A-ს 33-ე ტურის ცენტრალურ მატჩს „იუვენტუსი“ ზედიზედ 5 მოგებით შეხვდა, ხოლო „მილანს“ 2013 წელს ჩატარებულ 14 თამაშში წაგება არ ჰქონდა. რომელიმე სერია აუცილებლად უნდა შეწყვეტილიყო და ისე გამოვიდა, რომ ჩემპიონატში აღარაა გუნდი, რომელსაც წელს არ წაუგია.
„იუვენტუს სთედიუმზე“ გამართულ მატჩს გუნდები სხვადასხვა ამოცანით შეხვდნენ. მასპინძლებს ჩემპიონობის რაც შეიძლება მალე გაოფიციალურება სურთ, ხოლო „მილანი“ მინიმუმ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის და მაქსიმუმ მე-2 ადგილისთვის იბრძვის.
პირველ ტაიმში, გუნდები ანგარიშის გახსნას, ძირითადად, შორეული დარტყმებით ცდილობდნენ. შესვენებამდე შექმნილ მომენტთაგან გამოსარჩევი პირლოს საჯარიმო დარტყმაა. „მილანის“ ყოფილი ფეხბურთელის მიერ სტანდარტის შესრულების შემდეგ, ბურთი სტუმართა ერთ-ერთ ფეხბურთელს მოხვდა და რომ არა აბიატის ბრწყინვალე თამაში, ანგარიში აუცილებლად გაიხსნებოდა.
შეხვედრის ერთადერთი გოლი 57-ე წუთზე გავიდა. პირლოს მიერ საჯარიმოში ჩაწოდების შემდეგ, იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ აბატე ბურთს იოლად მოიგერიებდა, მაგრამ „მილანის“ მარჯვენა მცველმა იპასიურა და ბურთთან კვადვო ასამოა აღმოჩნდა, რომელიც პირველივე ტაიმში აბიატის ნაცვლად მოედანზე შესულმა ამელიამ წააქცია. არბიტრმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რომელიც არტურო ვიდალმა უნაკლოდ შეასრულა. ჩილელმა ნახევარმცველმა ბურთი თავისგან მარჯვენა ზედა კუთხეში გაგზავნა და ამელიას მოგერიების შანსი არ დაუტოვა.
დარჩენილ დროში, ანგარიში აღარ შეცვლილა და „იუვენტუსი“ ჩემპიონობას კიდევ უფრო მიუახლოვდა. სკუდეტოს ზედიზედ მეორედ მოსაგებად, ტურინელებს დარჩენილი 5 თამაშიდან ორის მოგებაც ჰყოფნით.
ტურინში წაგების შემდეგ, „მილანი“ მე-2 ადგილს უკვე 7 ქულით ჩამორჩება. ამის მიზეზი ისაა, რომ „ნაპოლიმ“ „კალიარისთან“ გაჭირვებით, მაგრამ მაინც იმარჯვა. ვალტერ მაცარის გუნდმა 3 ქულა მსაჯის მიერ დამატებულ მე-3 წუთზე გატანილი გოლის წყალობით მოიპოვა. ნეაპოლში გამართულ მატჩში, მასპინძლები ჯერ აგებდნენ, შემდეგ კი იგებდნენ, მაგრამ „კალიარიმ“ გათანაბრება მოახერხა. თამაშის ბედი ლორენცო ინსინიემ გადაწყვიტა, რომელმაც 93-ე წუთზე, შორეული დარტყმისა და რიკოშეტის წყალობით იხეირა.
„მილანი“ ნაპოლის კი შორდება, მაგრამ „ფიორენტინას“ უახლოვდება. ბოლო ორ ტურში, ფლორენციელებმა მილანელებს 5 ქულა გაუბათილეს და ახლა, ამ გუნდებს შორის სხვაობა მხოლოდ 1 ქულაა. საკუთარი გულშემატკივრის თვალწინ შერცხვენისგან „ფიორენტინა“ ბრაზილიელმა ნახევარმცველმა, რომულომ იხსნა. ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფ „ტორინოსთან“ გამართულ მატჩში, ფლორენციელები 33-ე წუთზე უკვე 3:0 იგებდნენ, მაგრამ ტურინელებმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს. 86-ე წუთზე, ზემოთ ხსენებულმა რომულომ ელ ჰამდაუის გადაცემა გამოიყენა და მეკარესთან პირისპირ გასულმა, გუნდს 3 ქულა მოუტანა. გატანილი 7 გოლიდან განსაკუთრებულ აღნიშვნას ჩერჩის დარტყმა იმსახურებს. 77-ე წუთზე, როდესაც მასპინძლები 3:2 იგებდნენ, მარჯვენა ფლანგიდან შეტევის დროს, სტუმართა ნახევარმცველმა საჯარიმოს გარედან დაარტყა და ბურთს ადგილი მეკარისგან შორეულ კუთხეში მიუჩინა.
ზედიზედ 3 საშინაო თამაშის წაგების შემდეგ, მოგების გემო გაიხსენა „ინტერმა“, რომელმაც „პარმას“ გაჭირვებით სძლია. „ჯუზეპე მეაცაზე“ გამართულ შეხვედრაში გუნდებს გოლის გატანის არაერთი შანსი ჰქონდათ, მაგრამ ერთადერთი ბურთი მატჩის მიწურულს გავიდა. 82-ე წუთზე, მარჯვენა ფლანგიდან ჟონათასის მიერ გაკეთებული გადაცემის შემდეგ, „ინტერის“ ერთადერთმა ჯანმრთელმა თავდამსხმელმა, ტომაზო როკიმ დაახლოებით 11 მეტრიდან ზუსტად დაარტყა და გუნდს ის 3 ქულა მოუტანა, რომლის წყალობითაც მილანელები ევროზონაში დაბრუნდნენ.
უცნაური გუნდია „რომა“. დედაქალაქელებს შეუძლიათ „მილანი“ და „იუვენტუსი“ უქულოდ დატოვონ, მაგრამ გასავარნდ ზონაში მყოფ გუნდებთან მათ უჭირთ. „რომამ“ ჯერ „პალერმოს“ მისცა 15-მატჩიანი მოუგებელი სერიის შეწყვეტის საშუალება და სიცილიელები მას შემდეგ, უკვე 4 თამაშია, არ აგებენ. ახლა კი, აურელიო ანდრეაცოლის შეგირდებმა „პესკარას“ მადლი მოისხეს. 1996 წლის შემდეგ, სერია A-ში, ზედიზედ 9 თამაში არავის წაუგია. „პადოვას“ შედეგის გამეორების შანსი „პესკარას“ ჰქონდა, რომელსაც ბოლო 8 მატჩში ქულა არ აეღო და კრისტიან ბუკის გუნდი „რომას“ გამოკვეთილი აუტსაიდერის სტატუსით ეწვია. მიუხედავად ამისა, კაპრარის ზუსტი თავურით, პირველი ტაიმი სტუმრებმა მოიგეს. მე-2 ტაიმში, ანდრეაცოლიმ მოედანზე დესტრო შეუშვა, რომელმაც ანგარიში მალევე გაათანაბრა, მაგრამ „ჯალოროსიმ“ მეტი გოლის გატანა ვერ მოახერხა.
ინტერი-პარმა 1:0 (0:0)
მილანი, “ჯუზეპე მეაცა” 49000
ინტერი (4-4-2): ჰანდანოვიჩი, ჟინათანი, რანოკია, ჟეზუსი, ძანეტი, სკელოტო (გარიტანო 77), კოვაჩიჩი, კუზმანოვიჩი, პერეირა, ალვარესი, როკი (კივუ 84).
მწვრთნელი: ანდრეა სტრამაჩონი.
პარმა (4-3-3): მირანტე, ბენალუანე, კოდა (სანტაკროჩე 73), ლუკარელი, გობი, მარკიონი (გალოპა 86), ვალდესი, პაროლო, სანსონე, ამაური, ბელფოდილი (ბიაბიანი 46).
მწვრთნელი: რობერტო დონადონი.
გოლი: 1:0 როკი (82).
გაფრთხილებები: პერეირა 49 - ვალდესი 50, ამაური 77.
მსაჯი: ანტონიო დამატო.
ბურთის ფლობა: 49%-51%, დარტყმა: 6 (2)-11 (6), კუთხური: 4-8, თამაშგარე: 4-2, სეივი: 5-1, ჯარიმა: 8-13.
ნაპოლი-კალიარი 3:2 (0:1)
ნეაპოლი, “სან პაოლო” 38000
ნაპოლი (3-4-3): როზატი, გამბერინი (არმერო 54), კანავარო, ბრიტოსი, მაჯო, ბეჰრამი, ჯემაილი (ინსინიე 78), ზუნიგა (კალაიო 87), პანდევი, ჰამშიკი, კავანი.
მწვრთნელი: ვალტერ მაცარი.
კალიარი (4-3-3): აგაცი, პერიკო, როსეტინი (არიაუდო 45+1), ასტორი, მურუ, დესენა, ნაინგოლანი, ეკდალი, რიბეირო (საუ 69), ნენე (კაბრერა 57), იბარბო.
მწვრთნელი: ივო პულგა.
გოლები: 0:1 იბარბო (18), 1:1 ასტორი (48, ს.კ.), 2:1 კავანი (64), 2:2 საუ (71), 3:2 ინსინიე (90+3).
გაფრთხილებები: კანავარო 23, კავანი 45, ბეჰრამი 90+6 - დესენა 43, ნენე 57, ნაინგოლანი 64, კაბრერა 74, ეკდალი 90+6.
მსაჯი: ანდრეა დე მარკო.
ბურთის ფლობა: 61%-39%, დარტყმა: 13 (7)-9 (3), კუთხური: 10-2, თამაშგარე: 1-0, სეივი: 1-5, ჯარიმა: 13-19.
სიენა-კიევო 0:1 (0:1)
სიენა, “არტემიო ფრანკი” 9500
სიენა (3-4-3): პეგოლო, ტერცი, პაცი, ფელიპე, ანჯელო, ვერგასოლა, დელა როკა, რუბინი (რეჯინალდო 85), როზინა, ემეგარა (პაოლუჩი 75), აგრა (ბოგდანი 55).
მწვრთნელი: ჯუზეპე იაჩინი.
კიევო (3-5-2): პუჯონი, ანდრეოლი, დაინელი, სეზარი, ფრეი, ჰეტემაი, რიგონი (ლუსიანო 80), კოფიე, დრამე (აჩერბი 82), ტერო, პელისიე (სტოიანი 66).
მწვრთნელი: ეუჯენიო კორინი.
გოლი: 0:1 პელისიე (45).
გაფრთხილებები: დელა როკა 34, ტერცი 45, პაცი 66, ვერგასოლა 72, პაოლუჩი 84 - რიგონი 32, ფრეი 60, დაინელი 65, სეზარი 89, ჰეტემაი 90+2, ლუსიანო 90+3.
მსაჯი: პაოლო ვალერი.
ბურთის ფლობა: 62%-38%, დარტყმა: 13 (7)-8 (4), კუთხური: 14-4, თამაშგარე: 2-3, სეივი: 3-7, ჯარიმა: 14-21.
კატანია-პალერმო 1:1 (0:0)
კატანია, “ანჯელო მასიმინო” 13000
კატანია (4-3-3): ანდუხარი, ბელუსკი, ლეგროტალიე, სპოლი, მარკეზე, ისკო (ბიაჯანტი 45), ლოდი, ალმირონი (კასტრო 57), ბარიენტოსი, ბერგესიო, გომესი.
მწვრთნელი: როლანდო მარანი.
პალერმო (3-5-2): სორენტინო, მუნიოსი (არევალო რიოსი 73), ფონ ბერგენი, არონიკა, მორგანელა, ბარეტო, დონატი, კურტიჩი (ერნანდესი 77), დოსენა, ილიჩიჩი, ბოზელი (დიბალა 57).
მწვრთნელი: ჯუზეპე სანინო.
გოლები: 1:0 ბარიენტოსი (69), 1:1 ილიჩიჩი (90+4).
გაფრთხილებები: სპოლი 75, ბელუსკი 90+3 - დონატი 1, დოსენა 16, მუნიოსი 56.
გაძევება: ანდუხარი 90+5.
მსაჯი: პაოლო მაცოლენი.
ბურთის ფლობა: 61%-39%, დარტყმა: 17 (8)-8 (4), კუთხური: 7-5, თამაშგარე: 2-4, სეივი: 3-7, ჯარიმა: 18-18.
რომა-პესკარა 1:1 (0:1)
რომი, “ოლიმპიკო” 40000
რომა (4-3-3): სტეკელენბურგი, პირისი (ლოპესი 83), მარკინიოსი, ლეანდრო კასტანი, ტოროსიდისი, პიანიჩი (ბრედლი 72), დე როსი, ფლორენცი (დესტრო 46), ლამელა, ოსვალდო, ტოტი.
მწვრთნელი: აურელიო ანდრეაცოლი.
პესკარა (4-2-3-1): პელიცოლი, ძანონი, კოშიჩი (არსე 90), კაპუანო, მოდესტო, რიცო, ტონი, ჩელიქი (დი ფრანჩესკო 63), კასკიონე, კაპრარი (ბალძანო 53), სფორცინი.
მწვრთნელი: კრისტიან ბუკი.
გოლები: 0:1 კაპრარი (14), 1:1 დესტრო (51).
გაფრთხილებები: ტოროსიდისი 48, დესტრო 49 - ტონი 57, დი ფრანჩესკო 84, არსე 90+3.
მსაჯი: დავიდე მასა.
ბურთის ფლობა: 62%-38%, დარტყმა: 15 (6)-12 (5), კუთხური: 18-1, თამაშგარე: 3-4, სეივი: 4-5, ჯარიმა: 14-14.
ბოლონია-სამპდორია 1:1 (1:0)
ბოლონია, “რენატო დალ’არა” 21000
ბოლონია (4-2-3-1): კურჩი, მოტა (კარვალიო 70), ანტონსონი, ჩერუბინი (სორენსენი 21), მორლეო, კრინი, ტაიდერი, კონე, დიამანტი, გაბიადინი (პასკუატო 83), ჯილარდინო.
მწვრთნელი: სტეფანო პიოლი.
სამპდორია (3-5-2): რომერო, მუსტაფი (როსინი 79), პალომბო, გასტალდელო, ბერარდი, მუნარი, ობიანგი, პოლი, ესტიგარიბია, სანსონე (სორიანო 88), იკარდი (ლოპესი 41).
მწვრთნელი: დელიო როსი.
გოლები: 1:0 ჯილარდინო (24), 1:1 სანსონე (59).
გაფრთხილებები: მორლეო 14, ჯილარდინო 83 - ბერარდი 45+1, გასტალდელო 63, ესტიგარიბია 74, ობიანგი 82, როსინი 85.
მსაჯი: სებასტიანო პერუცო.
ბურთის ფლობა: 49%-51%, დარტყმა: 12 (6)-7 (6), კუთხური: 6-5, თამაშგარე: 0-1, სეივი: 5-5, ჯარიმა: 24-19.
ფიორენტინა-ტორინო 4:3 (3:1)
ფლორენცია, “არტემიო ფრანკი” 24000
ფიორენტინა (4-3-3): ვივიანო, ტომოვიჩი, როდრიგესი, კომპერი, სავიჩი, აკვილანი (რომულო 73), პისარო, ვალერო, კუადრადო, ლარონდო (ელ ჰამდაუი 81), ლიაიჩი (ფერნანდესი 63)
მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა.
ტორინო (4-4-2): ჟილე, დარმიანი, გლიკი, ოგბონა, დ’ამბროზიო, ჩერჩი, ვივესი, გაცი (ბაშა 46), სანტანა, მეჯორინი (ბიანკი 67), ბარეტო (ჟონათასი 71).
მწვრთნელი: ჯამპიერო ვენტურა.
გოლები: 1:0 კუადრადო (8), 2:0 აკვილანი (16), 3:0 ლიაიჩი (33), 3:1 ბარეტო (45), 3:2 სანტანა (56), 3:3 ჩერჩი (77), 4:3 რომულო (86).
გაფრთხილებები: კუადრადო 50 - დარმიანი 32, ვივესი 82, ბიანკი 83.
გაძევება: დარმიანი 90+1.
მსაჯი: ჯამპაოლო კალვარეზე.
ბურთის ფლობა: 51%-49%, დარტყმა: 13 (6)-8 (4), კუთხური: 3-7, თამაშგარე: 1-3, სეივი: 1-2, ჯარიმა: 10-14.
იუვენტუსი-მილანი 1:0 (0:0)
ტურინი, “ოლიმპიკო” 38000
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი, ბარძალი, ბონუჩი, კიელინი, ლიხტშტაინერი (პადოინი 81), ვიდალი, პირლო, პოგბა, ასამოა (პელუზო 90+1), მარკიზიო, ვუჩინიჩი (კვალიარელა 89).
მწვრთნელი: ანტონიო კონტე.
მილანი (4-3-3): აბიატი, აბატე (ამელია 15), საპატა, მექსე, კონსტანტი, მონტოლივო, ამბროზინი (მუნტარი 46), ბოატენგი, რობინიო (ბოიანი 71), პაცინი, ელ შაარავი.
მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი.
გოლი: 1:0 ვიდალი (57, პენ).
გაფრთხილებები: ამელია 56, საპატა 66, მექსე 71.
მსაჯი: ლუკა ბანტი.
ბურთის ფლობა: 47%-53%, დარტყმა: 12 (5)-12 (6), კუთხური: 7-0, თამაშგარე: 1-1, სეივი: 6-4, ჯარიმა: 10-19.






