სერია A-ს 34-ე ტურის ცენტრალური მატჩი ტურინული დერბი იყო. იტალიური ფეხბურთის ელიტაში დარჩენისთვის მებრძოლი „ტორინო“ ლიდერ „იუვენტუსს“ მასპინძლობდა. „ბებერმა ქალბატონმა“ ზედიზედ მე-4 დერბი მოიგო და ამჯერადაც მშრალად. ანტონიო კონტეს შეგირდებმა მეტოქე შეხვედრის მიწურულს გატეხეს. 86-ე წუთზე, არტურო ვიდალმა ანგარიში შესანიშნავი შორეული დარტყმით გახსნა, ხოლო პირველ დამატებულ წუთზე, მარკიზიომ ახლო მანძილიდან გაიტანა და შეხვედრას წერტილი დაუსვა.
ეს იყო ზედიზედ მე-8 ტურინული დერბი, რომელშიც „იუვენტუსმა“ კარი მშრალად შეინახა. „ტორინომ“ თანაქელთა კარში გოლის გატანა უკანასკნელად 2002 წელს მოახერხა.
ამ მოგების შემდეგ, ჩემპიონობის ოფიციალურად გასაფორმებლად, „იუვეს“ დარჩენილ 4 თამაშში 1 ქულის აღება ჭირდება.
ბოლო 4 თამაშში პირველად იმარჯვა „მილანმა“, რომელმაც „კატანიასთან“ მოგების წყალობით, მე-3 ადგილი შეინარჩუნა. „ჯუზეპე მეაცაზე“ გამართულ მატჩში მასპინძლები 2-ჯერ აგებდნენ, მაგრამ 3 ქულა მაინც მასიმილიანო ალეგრის გუნდს დარჩა.
პირველ ნახევარში, „მილანმა“ არაერთი ძალიან სახიფათო მომენტი შექმნა, მაგრამ 45-ე წუთამდე, ბურთი მეტოქის კარში არ შედიოდა. ტაიმის ბოლო წუთზე, ბოატენგის გადაცემის შემდეგ, თავი ფლამინიმ გამოიჩინა, რომელმაც 15 წუთით ადრე ლეგროტალიეს მიერ გატანილი გოლი გაქვითა.
თამაშის განახლებიდან 20 წუთში, მეკარესთან პირისპირ გასულმა ბერგესიომ წინგამოსულ ამელიას ბურთი თავზე გადაუგდო და კვლავ „კატანია“ დააწინაურა, მაგრამ 12 წუთში, პაცინის დუბლის წყალობით, წინ უკვე მასპინძლები იყვნენ. შეხვედრას წერტილი მარიო ბალოტელიმ დაუსვა, რომელმაც 91-ე წუთზე, თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გაიტანა.
მოგების მიუხედავად, „მილანი“ მდევარ „ფიორენტინას“ კვლავ მხოლოდ 1 ქულით უსწრებს. ფლორენციელებმა ზედიზედ მესამედ იმარჯვეს, ამჯერად, „სამპდორიასთან“. ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფ გენუელებს ვინჩენცო მონტელას შეგირდებმა 3 უპასუხო ბურთი გაუტანეს. ყველაზე ეფექტური პირველი ბურთი გამოდგა. 36-ე წუთზე, „იების“ კოლუმბიელმა შემტევმა, ხუან კუადრადომ თავი დაახლოებით 30 მეტრიდან დარტყმით გამოიჩინა.
ძნელია, „ინტერის“ თანამედროვე ისტორიიდან ისეთი წარუმატებელი და ტრაგიკული თამაში გავიხსენოთ, როგორიც მილანელებმა პალერმოში გამართეს. შეხვედრის მე-17 წუთზე, როდესაც სიცილიელებს თამაშის ერთადერთი გოლი უკვე გატანილი ჰქონდათ, „ნერაძურის“ უბერებელმა კაპიტანმა, ხავიერ ძანეტიმ ძალიან მძიმე ტრავმა მიიღო და ის ფეხბურთს, სავარაუდოდ, 8 თვით დაემშვიდობა. „პალერმოსთვის“, ეს, ზედიზედ მე-5 წაუგებელი თამაში გამოდგა, რომლის შემდეგაც, სიცილიელებმა გასავარდნ ზონას თავი დააღწიეს. „ინტერმა“ კი, ბოლო 4 თამაშიდან მე-3 წააგო და მე-7 ადგილზე გადაინაცვლა.
სერია A-ში დარჩენისთვის მებრძოლ „სიენასთან“ იოლად იმარჯვა „რომამ“, რომელმაც სტუმრებს 4 უპასუხო ბურთი გაუტანა. თამაშის გმირად პაბლო ოსვალდო იქცა - არგენტინელმა თავდამსხმელმა ჰეთ თრიქი გაიფორმა. ამ მოგების შემდეგ, „რომა“ ევროპის ლიგაზე გამსვლელ მე-5 ადგილზე გადავიდა.
სამპდორია-ფიორენტინა 0:3 (0:2)
გენუა, “ლუიჯი ფერარისი” 23000
სამპდორია (4-4-2): რომერო, მუსტაფი, გასტალდელო, პალომბო, ბერარდი, დე სილვესტრი, პოლი, ობიანგი, ესტიგარიბია (ედერი 46), სანსონე (მუნარი 69), ლოპესი (იკარდი 56).
მწვრთნელი: დელიო როსი.
ფიორენტინა (4-3-3): ვივიანო, ტომოვიჩი, როდრიგესი, სავიჩი, პასკუალი, აკვილანი (სისოკო 76), პისარო, ვალერო, კუადრადო (რომულო 77), იოვეტიჩი, ლიაიჩი (ელ ჰამდაუი 81).
მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა.
გოლები: 0:1 კუადრადო (36), 0:2 ლიაიჩი (41), 0:3 აკვილანი (73).
გაფრთხილებები: პალომბო 40, ედერი 86 - როდრიგესი 32, აკვილანი 53, სავიჩი 87.
გაძევება: გასტალდელო 80.
მსაჯი: ნიკოლა რიცოლი.
ბურთის ფლობა: 35%-65%, დარტყმა: 7 (2)-12 (6), კუთხური: 3-8, თამაშგარე: 0-1, სეივი: 6-7, ჯარიმა: 12-12.
კიევო-ჯენოა 0:1 (0:0)
ვერონა, “ანტონიო ბენტეგოდი” 10000
კიევო (5-3-2): პუჯონი, სარდო, ანდრეოლი, დაინელი, პაპი (ლუსიანო 67), დრამე, კოფიე, რიგონი (აუჩე 80), ჰეტემაი, სტოიანი (ტერო 66), პალოსკი.
მწვრთნელი: ეუჯენიო კორინი.
ჯენოა (3-5-2): ფრეი, გრანქვისტი, მანფრედინი, მორეტი, პიზანო (ბერტოლაჩი 57), რიგონი, მათუსალემი, ანტონელი, ვარგასი (ტოცერი 90), ფლორო ფლორესი (იმობილე 68), ბორიელო.
მწვრთნელი: დავიდე ბალარდინი.
გოლი: 0:1 ბორიელო (73).
გაფრთხილებები: პაპი 60, სარდო 62, ტერო 76, ჰეტემაი 85 - ბორიელო 68.
მსაჯი: დანიელე დოვერი.
ბურთის ფლობა: 55%-45%, დარტყმა: 7 (1)-11 (3), კუთხური: 6-8, თამაშგარე: 4-0, სეივი: 2-1, ჯარიმა: 15-17.
პალერმო-ინტერი 1:0 (1:0)
პალერმო, “რენცო ბარბერა” 17000
პალერმო (3-5-2): სორენტინო, ფონ ბერგენი, დონატი, არონიკა, მორგანელა, ბარეტო, არევალო რიოსი, კურტიჩი, გარსია (ნელსონი 80), ილიჩიჩი (ერნანდესი 72), მიკოლი (მუნიოსი 87).
მწვრთნელი: ჯუზეპე სანინო.
ინტერი (3-5-2): ჰანდანოვიჩი, რანოკია, სილვესტრე (გარიტანო 70), ჟეზუსი, ჟონათანი, ძანეტი (სკელოტო 17), კოვაჩიჩი, კუზმანოვიჩი (ფორტე 87), პერეირა, როკი, ალვარესი.
მწვრთნელი: ანდრეა სტრამაჩონი.
გოლი: 1:0 ილიჩიჩი (10).
გაფრთხილებები: მიკოლი 11, მორგანელა 57, ბარეტო 58, ერნანდესი 89 - სილვესტრე 45, ჟეზუსი 51, სკელოტო 86.
მსაჯი: დანიელე ორსატო.
ბურთის ფლობა: 47%-53%, დარტყმა: 11 (8)-13 (4), კუთხური: 3-7, თამაშგარე: 3-0, სეივი: 4-7, ჯარიმა: 5-11.
ტორინო-იუვენტუსი 0:2 (0:0)
ტურინი, “ოლიმპიკო” 27000
ტორინო (4-2-2-2): ჟილე, დ’ამბროზიო (დი ჩეზარე 75), გლიკი, ოგბონა, მასიელო, ბაშა, გაცი, ჩერჩი, სანტანა (ბირსა 83), მეჯორინი (ჟონათასი 66), ბიანკი.
მწვრთნელი: ჯამპიერო ვენტურა.
იუვენტუსი (3-5-1-1): ბუფონი, ბარძალი, ბონუჩი, კიელინი, ლიხტშტაინერი (კასერესი 74), ვიდალი, პირლო, პოგბა, ასამოა (პელუზო 90), მარკიზიო, ვუჩინიჩი (კვალიარელა 74).
მწვრთნელი: ანტონიო კონტე.
გოლები: 0:1 ვიდალი (86), 0:2 მარკიზიო (90+1).
გაფრთხილებები: მეჯორინი 44, მასიელო 57, გლიკი 78 - ლიხტშტაინერი 44.
გაძევება: გლიკი 90.
მსაჯი: მაურო ბერგონცი.
ბურთის ფლობა: 43%-57%, დარტყმა: 2 (1)-6 (2), კუთხური: 2-1, თამაშგარე: 0-4, სეივი: 0-1, ჯარიმა: 12-6.
პარმა-ლაციო 0:0
პარმა, “ენიო ტარდინი” 13000
პარმა (4-3-3): მირანტე, ბენალუანე, პალეტა, ლუკარელი, მესბა (გობი 79), ვალდესი, მარკიონი (ნინისი 70), პაროლო, ბიაბიანი (სანსონე 70), ამაური, ბელფოდილი.
მწვრთნელი: რობერტო დონადონი.
ლაციო (4-3-3): მარკეტი, კონკო, ბიავა, ანდრე დიასი, რადუ (პერეირინია 82), ლედესმა, ონასი, ერნანესი, კანდრევა, ედერსონი (ფლოკარი 66), კლოზე (კოზაკი 75).
მწვრთნელი: ვლადიმირ პეტკოვიჩი.
გაფრთხილებები: ვალდესი 16, მარკიონი 66, ამაური 69, ნინისი 85, პაროლო 90+4 - კანდრევა 31, ბიავა 51.
გაძევება: ბიავა 90+2.
მსაჯი: ჯამპაოლო კალვარეზე.
ბურთის ფლობა: 53%-47%, დარტყმა: 3 (1)-2 (1), კუთხური: 1-4, თამაშგარე: 1-8, სეივი: 1-1, ჯარიმა: 6-7.
რომა-სიენა 4:0 (3:0)
რომი, “ოლიმპიკო” 40000
რომა (4-2-3-1): ლობონტი, ტოროსიდისი, ბურდისო, კასტანი, ბალძარეტი, ბრედლი, დე როსი (პიანიჩი 34), ლამელა (პეროტა 68), ფლორენცი, ტოტი (ლოპესი 75), ოსვალდო.
მწვრთნელი: აურელიო ანდრეაცოლი.
სიენა (3-4-3): პეგოლო, ტერცი, პაცი, ფელიპე, ანჯელო, ვერგასოლა (ვერე 82), დელა როკა, რუბინი, ვალიანი (აგრა 54), ემეგარა, როზინა (კალელო 73).
მწვრთნელი: ჯუზეპე იაჩინი.
გოლები: 1:0 ოსვალდო (14), 2:0 ლამელა (16), 3:0 ოსვალდო (41), 4:0 ოსვალდო (67).
გაფრთხილებები: პიანიჩი 39 - ვერგასოლა 60.
მსაჯი: კარმინე რუსო.
ბურთის ფლობა: 60%-40%, დარტყმა: 16 (8)-14 (3), კუთხური: 3-5, თამაშგარე: 3-0, სეივი: 3-3, ჯარიმა: 9-9.
მილანი-კატანია 4:2 (1:1)
მილანი, “ჯუზეპე მეაცა” 36335
მილანი (4-3-3): ამელია, აბატე, მექსე, ბონერა, დე შილიო, მონტოლივო, ფლამინი, ნოჩერინო (პაცინი 67), ბალოტელი, ბოატენგი (ნიანგი 87), ელ შაარავი (მუნტარი 81).
მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი.
კატანია (4-3-2-1): ფრიზონი, ისკო, ლეგროტალიე, როლინი, მარკეზე, ლოდი (კაპუანო 88), ალმირონი (ბიაჯანტი 81), კასტრო, ბარიენტოსი, გომესი, ბერგესიო.
მწვრთნელი: როლანდო მარანი.
გოლები: 0:1 ლეგროტალიე (30), 1:1 ფლამინი (45), 1:2 ბერგესიო (65), 2:2 პაცინი (74), 3:2 პაცინი (77), 4:2 ბალოტელი (90+1).
გაფრთხილებები: დე შილიო 9, ბალოტელი 72, ფლამინი 78 - ბერგესიო 26, ფრიზონი 37, ლეგროტალიე 41, ბარიენტოსი 78, მარკეზე 86.
მსაჯი: დავიდე მასა.
ბურთის ფლობა: 64%-36%, დარტყმა: 14 (14)-3 (3), კუთხური: 14-1, თამაშგარე: 1-1, სეივი: 1-10, ჯარიმა: 8-23.






