ტურინის “იუვენტუსი” დაცვის ხაზის გაძლიერებას გეგმავს და შესაბამისი ამპლუის ფეხბურთელებს აქტიურად ეძებს. Corriere dello Sport-ის ცნობით, “ბებერი სინიორას” ინტერესთა სფეროში მილანის “ინტერის” მცველი ანდრეა რანოკიაა.
ტურინელთა მთავარი სამიზნე თანაქალაქელი “ტორინოსგან” ანჯელო ოგბონას შეძენაა, მაგრამ თუკი აღნიშნული ტრანსფერი არ შედგება, აქცენტი 25 წლის რანოკიაზე გაკეთდება. მოსალოდნელია, რომ იტალიელი მცველის ტრანსფერში “იუვენტუსის” 23 წლის ნახევარმცველი ლუკა მარონეც ჩაერთვება.
სავარაუდოდ, მოლაპარაკებები უახლოეს პერიოდში დაიწყება.







