სერია A-ს 26-ე ტურის ცენტრალურ მატჩს „მილანი“ და „იუვენტუსი“ კარგ ფორმაში შეხვდნენ. ორივე გუნდს ბოლო ორი თამაში მოგებული ჰქონდა. იმის მიუხედავად, რომ „მილანს“ გოლის გატანის არაერთი შანსი ჰქონდა, 3 ქულა მაინც „იუვენტუსს“ დარჩა, რომელიც გათამაშებას უკვე 11-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს.
პირველმა ტაიმმა, რომელიც სახიფათო მომენტების სიმრავლით გამოირჩეოდა, მასპინძელთა უპირატესობით ჩაიარა. კალრენს ზეედორფის შეგირდებმა ყველაზე გამოსარჩევი მომენტი 26-ე წუთზე შექმნეს, როდესაც მილანელებმა ძალიან კარგი კომბინაცია გაითამაშეს და კარგ სიტუაციაში აღმოჩენილ კაკას ბუფონმა აჯობა. დამატებაზე კვლავ ბრაზილიელი თამაშობდა, მაგრამ ტურინელები კარის ხაზზე მდგომმა ბონუჩიმ იხსნა.
შესვენებამდე „როსონერის“ უპირატესობის მიუხედავად, ტაიმი მაინც „იუვენტუსმა“ მოიგო. 44-ე წუთზე, ლიხტშტაინერი საჯარიმოში შეიჭრა და ლიორენტეს უპასა, ხოლო ესპანელს ცარიელ კარში გატანა არ გასჭირვებია.
მე-2 ნახევარი „მილანის“ სახიფათო იერიშით დაიწყო, მაგრამ „იუვემ“ თამაშის სადავეები ხელთ მალევე იგდო და 68-ე წუთზე, აბიატის კარში კიდევ ერთი გოლი გავიდა. არგენტინელმა, დაახლოებით 25 მეტრიდან დარტყმით შესანიშნავი გოლი გაიტანა და ტურინელთა უპირატესობას სოლიდური სახე მისცა.
შეხვედრის ბოლო საგოლე მომენტი მე-3 დამატებულ წუთზე შეიქმნა, როდესაც რობინიო 6 მეტრიდან ურტყამდა, მაგრამ ბრაზილიელმა ბურთი ძელს მოარტყა.
ეს იყო იტალიის ჩემპიონატსა და თასზე გამართული ზედიზედ მე-4 თამაში, რომელშიც „იუვენტუსმა“ „მილანი“ დაამარცხა.
შაბათს „რომას“ მიერ ქულების დაკარგვით ვერ ისარგებლა „ნაპოლიმ“, რომელმაც გასავარდნ ზონაში მყოფ „ლივორნოსთან“ 1:1 ითამაშა. რაფაელ ბენიტესის შეგირდებმა ანგარიში მერტენსის ზუსტი თერთმეტმეტრიანით გახსნეს, მაგრამ ამ გოლიდან 7 წუთში, იბრაჰიმა მბაიეს დარტყმის შემდეგ, პეპე რეინამ ბურთს ადგილი საკუთარ კარში მიუჩინა და „ნაპოლიმ“ ზედიზედ მე-2 ფრე ითამაშა.
კიდევ უფრო ცუდად მისდის საქმეები ნეაპოლელთა მდევარ „ფიორენტინას“. ვინჩენცო მონტელას გუნდმა ზედიზედ მე-2 საშინაო თამაში წააგო, ამჯერად, „ლაციოსთან“. დედაქალაქელებმა შეხვედრის სტარტზე გატანილი ერთადერთი გოლით მოიგეს. მე-5 წუთზე, კუთხურის მოწოდების შემდეგ, კანამ თავი ეფექტური დარტყმით გამოიჩინა და „ლაციოს“ ზედიზედ მე-2 თამაში მოაგებინა.
კალიარი-უდინეზე 3:0 (1:0)
კალიარი, “სანტ ელია” 4000
კალიარი (4-3-1-2): ავრამოვი, პიზანო, როსეტინი, ასტორი, აველარი, დესენა, კოსუ (იბრაიმი 77), ვეჩინო, ტავარესი (ერიკსონი 46), პინილია (ნენე 68), იბარბო.
მწვრთნელი: დიეგო ლოპესი.
უდინეზე (3-4-2-1): სკუფეტი, ორტო, დაბილო, ნალდო (მაიკოსუელი 76), ბასტა, პინცი, პერეირა, გაბრიელი (ვიდმერი 61), იებდა, ფერნანდესი (ლოპესი 51), დი ნატალე.
მწვრთნელი: ფრანჩესკო გვიდოლინი.
გოლები: 1:0 იბარბო (18), 2:0 ვეჩინო (81), 3:0 იბრაიმი (89).
გაფრთხილებები: პინილია 30, კოსუ 33, იბრაიმი 89 - დანილო 80.
მსაჯი: პაოლო ვალერი.
ბურთის ფლობა: 38%-62%, დარტყმა: 9 (4)-16 (5), კუთხური: 2-9, თამაშგარე: 1-4, სეივი: 5-1, ჯარიმა: 14-11.
ვერონა-ბოლონია 0:0
ვერონა, “მარკ ანტონიო ბენტეგოდი” 20000
ვერონა (4-3-3): რაფაელი, კაჩატორე, მორასი, მარკესი, ალბერტაცი, რომულო, დონადელი, მარკინიო, იტურბე (ჰალფრედსონი 77), რაბუსიჩი (ტალები 63), იანკოვიჩი (მარტინიო 63).
მწვრთნელი: ანდრეა მანდორლინი.
ბოლონია (3-4-1-2): კურჩი, ანტონსონი, ნატალი, მანტოვანი, გარიკსი, პერესი (იბსონი 71), კრინი, ხრისტოდულოპულოსი, მორლეო, კონე (კრისტალდო 33), ბიანკი (მოსკარდელი 66).
მწვრთნელი: დავიდე ბალარდინი.
გამოუყენებელი თერთმეტმეტრიანი: ბიანკი 47.
გაფრთხილებები: მორასი 81 - პერესი 36, მორლეო 47, მანტოვანი 59, კრისტალდო 81, ხრისტოდულოპულოსი 83.
გაძევება: კრისტალდო 82.
მსაჯი: დინო ტომაზი.
ბურთის ფლობა: 51%-49%, დარტყმა: 9 (2)-14 (6), კუთხური: 8-3, თამაშგარე: 6-1, სეივი: 6-2, ჯარიმა: 18-15.
ჯენოა-კატანია 2:0 (1:0)
გენუა, “ლუიჯი ფერარისი” 20000
ჯენოა (3-4-3): პერინი, ანტონინი, პორტანოვა, ბურდისო, მოტა, სტურარო, ბერტოლაჩი (ფეტფაციდისი 46), ანტონელი (კალაიო 83), კონატე, ჯილარდინო, სკული (კაბრალი 60).
მწვრთნელი: ჯან პიერო გასპერინი.
კატანია (3-4-1-2): ანდუხარი, ბელუსკი, სპოლი, როლინი, პერუცი, ისკო, რინაუდო, ბირაგი, ლოდი (მონსონი 65), პლაზილი (ფედატო 65), კეკო (ლეტო 73).
მწვრთნელი: როლანდო მარანი.
გოლები: 1:0 ანტონელი (14), 2:0 სტურარო (85).
გაფრთხილებები: ბერტოლაჩი 41, სტურარო 55, ბურდისო 89 - ბელუსკი 25.
გაძევება: ბელუსკი 39.
მსაჯი: მასიმილიანო ირატი.
ბურთის ფლობა: 55%-45%, დარტყმა: 17 (7)-10 (2), კუთხური: 4-0, თამაშგარე: 1-1, სეივი: 2-5, ჯარიმა: 26-19.
ატალანტა-კიევო 2:1 (1:0)
ბერგამო, “ატლეტი აძური” 14000
ატალანტა (4-4-1-1): კონსილი, ბენალუანე, სტენდარდო, იეპესი, ბრივიო, რაიმონდი (ბრიენცა 74), ბაზელი (ჩიგარინი 83), კარმონა, ბონავენტურა, მორალესი (მილიაჩო 87), დენისი.
მწვრთნელი: სტეფანო კოლანტუანო.
კიევო (4-3-1-2): აგაცი, ფრეი, დაინელი, სეზარი, რუბინი, გუანა (კანინი 70), რიგონი, გუარენტე, ჰეტემაი, ტერო (პელისიე 52), პალოსკი (ბერნარდინი 79).
მწვრთნელი: ეუჯენიო კორინი.
გოლები: 1:0 კარმონა (21), 1:1 დაინელი (72), 2:1 ჩიგარინი (85).
გაფრთხილებები: კარმონა 65 - სეზარი 34, დაინელი 35, რიგონი 53.
გაძევება: სეზარი 68.
მსაჯი: დომენიკო ჩელი.
ბურთის ფლობა: 51%-49%, დარტყმა: 12 (5)-10 (3), კუთხური: 6-7, თამაშგარე: 1-1, სეივი: 2-3, ჯარიმა: 10-9.
სასუოლო-პარმა 0:1 (0:1)
რეჯო ემილია, “ჩიტა დელ ტრიკოლორე” 13000
სასუოლო (3-4-1-2): პეგოლო, მენდესი, კანავარო, არიაუდო, გაცოლა, ბრიგი (მარონე 46), ბიონდინი, პუჩინო (ბერარდი 71), მანიანელი, ძაძა (ფლორო 60), ფლოკარი.
მწვრთნელი: ალბერტო მალეზანი.
პარმა (4-3-3): მირანტე, კასანი, პალეტა, ლუკარელი, მოლინარო, გარგანო, მარკიონი (აკვა 68), პაროლო, ბიაბიანი, ამაური, კასანო (სკელოტო 70).
მწვრთნელი: რობერტო დონადონი.
გოლი: 0:1 პაროლო (2).
გაფრთხილებები: ძაძა 40, მენდესი 82 - ლუკარელი 40.
გაძევება: ბერარდი 72.
მსაჯი: პაოლო ტალიავენტო.
ბურთის ფლობა: 56%-44%, დარტყმა: 8 (3)-16 (6), კუთხური: 6-6, თამაშგარე: 2-6, სეივი: 5-3, ჯარიმა: 20-23.
ტორინო-სამპდორია 0:2 (0:1)
ტურინი, “ოლიმპიკო” 17000
ტორინო (3-4-1-2): პადელი, მაქსიმოვიჩი, გლიკი, ბოვო (ბარეტო 57), დარმიანი, კურტიჩი, ფარნერუდი (მეჯორინი 69), პასკუალე, ვივესი (ბაშა 77), ჩერჩი, იმობილე.
მწვრთნელი: ჯამპიერო ვენტურა.
სამპდორია (4-2-3-1): და კოსტა, დე სილვესტრი, მუსტაფი, გასტალდელო (ფორნასიერი 61), რეჯინი, ობიანგი, რენანი (კრსტიჩიჩი 74), გაბიადინი, ედერი (ბიარნასონი 81), სორიანო, ოკაკა.
მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი.
გოლები: 0:1 ოკაკა (7), 0:2 გაბიადინი (79).
გაფრთხილებები: ბოვო 49, გლიკი 52, მაქსიმოვიჩი 87 - რენანი 22, ოკაკა 28, ობიანგი 72.
მსაჯი: ანტონიო დამატო.
ბურთის ფლობა: 56%-44%, დარტყმა: 20 (6)-11 (4), კუთხური: 12-4, თამაშგარე: 5-3, სეივი: 2-6, ჯარიმა: 12-20.
ლივორნო-ნაპოლი 1:1 (1:1)
ლივორნო, “არმანდო პიჩი” 10000
ლივორნო (3-1-4-2): ბარდი, ჩეკერინი, ემერსონი, კოდა, გრეკო (დუნკანი 82), მბაიე, ბენასი, ბიაჯანტი, მესბა, პაულინიო (კასტელინი 90+1), ბელფოდილი (ემეგარა 77).
მწვრთნელი: დომენიკო დი კარლო.
ნაპოლი (4-2-3-1): რეინა, მაჯო, ფერნანდესი, ბრიტოსი, გულამი, ინლერი, ჟორჟინიო, მერტენსი, ჰამშიკი (საპატა 82), კალიეხონი, პანდევი (ინსინიე 70).
მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი.
გოლები: 0:1 მერტენსი (32, პენ), 1:1 რეინა (39, ს.კ.).
გაფრთხილებები: ბენასი 52, მბაიე 64 - ბრიტოსი 85, მაჯო 90+2.
მსაჯი: პაოლო მაცოლენი.
ბურთის ფლობა: 34%-66%, დარტყმა: 10 (4)-16 (7), კუთხური: 4-4, თამაშგარე: 2-0, სეივი: 6-3, ჯარიმა: 20-10.
მილანი-იუვენტუსი 0:2 (0:1)
მილანი, “ჯუზეპე მეაცა” 40000
მილანი (4-2-3-1): აბიატი, აბატე, რამი, ბონერა, ემანუელსონი, დე იონგი, მონტოლივო (ჰონდა 71), ტაარაბტი (რობინიო 75), პოლი (საპონარა 53), კაკა, პაცინი.
მწვრთნელი: კლარენს ზეედორფი.
იუვენტუსი (3-1-4-2): ბუფონი, ბარძალი, ბონუჩი, კასერესი, პირლო, ლიხტშტაინერი (პადოინი 84), პოგბა, მარკიზიო, ასამოა, ლიორენტე (ოსვალდო 90), ტევესი (ჯოვინკო 90+1).
მწვრთნელი: ანტონიო კონტე.
გოლები: 0:1 ლიორენტე (44), 0:2 ტევესი (68).
გაფრთხილებები: ბონერა 83 - მარკიზიო 61, პირლო 64.
მსაჯი: მარკო გუიდა.
ბურთის ფლობა: 60%-40%, დარტყმა: 22 (9)-10 (5), კუთხური: 7-1, თამაშგარე: 3-2, სეივი: 3-9, ჯარიმა: 13-7.
ფიორენტინა-ლაციო 0:1 (0:1)
ფლორენცია, “არტემიო ფრანკი” 31000
ფიორენტინა (3-1-4-2): ნეტო, ტომოვიჩი, როდრიგესი, სავიჩი, ფერნანდესი, ხოაკინი (გომესი 57), ამბროზინი (ანდერსონი 57), აკვილანი, პასკუალი, მატრი (ვოლსკი 73), კუადრადო.
მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა.
ლაციო (4-3-3): მარკეტი, კონკო (ნოვარეტი 63), კანა, სიანი, რადუ, გონსალესი, ლედესმა (ონაზი 46), ბილია, კანდრევა, პერეა (კეიტა 90), ლულიჩი.
მწვრთნელი: ედოარდო რეია.
გოლი: 0:1 კანა (5).
გაფრთხილებები: ამბროზინი 8, ტომოვიჩი 61, პასკუალი 80 - სიანი 13, ლულიჩი 36.
მსაჯი: ლუკა ბანტი.
ბურთის ფლობა: 64%-36%, დარტყმა: 18 (2)-10 (3), კუთხური: 7-6, თამაშგარე: 0-1, სეივი: 2-2, ჯარიმა: 10-13.





