ფეხბურთი

2:15 | 19.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

„იუვეს“ ზედიზედ მე-12 მოგება

სერია A-ს მე-20 ტურში, „იუვენტუსმა“ „სამპდორია“ დაამარცხა. შედეგად, ანტონიო კონტეს გუნდს ზედიზედ 12 მოგება დაუგროვდა, რაც კლუბის ისტორიაში საუკეთესო შედეგია. სერია A-ში რეკორდი „ინტერს“ ეკუთვნის, რომელმაც 2006-07 წლებში ზედიზედ 17 თამაში მოიგო. გარდა ამისა, „იუვენტუსი“ გახდა სერია A-ს ისტორიაში პირველი გუნდი, რომელმაც პირველი 20 თამაშიდან 18 მოიგო. წამყვანი ევროპული ჩემპიონატებიდან ასეთი შედეგით მხოლოდ „ბარსელონა“ და „ჩელსი“ დაიკვეხნიან.

ტურინში გამართულ შეხვედრაში ანგარიში არტურო ვიდალმა გახსნა, რომელმაც პოგბას კარგ გადაცემას ლამაზი დარტყმა მოაყოლა. ხუთ წუთში, ტევესის მიერ მოწოდებულ კუთხურს ლიორენტემ ზუსტი თავური მოაყოლა და მასპინძლები წინ 2 ბურთით გავიდნენ.

მიმდინარეობდა 38-ე წუთი, როდესაც გენუელთა ფლანგური ჩაწოდების შემდეგ, ბარძალიმ სერია A-ში თავისი მე-4 ავტოგოლი გაიტანა. მიმდინარე საუკუნეში, ამაზე ცუდი შედეგი არავის აქვს. იგივე რაოდენობის ავტოგოლები დავიდე ასტორისა და ჩეზარე ბოვოს გაუტანიათ.

ტაიმი მაინც „იუვენტუსის“ ორბურთიანი უპირატესობით დასრულდა. 41-ე წუთზე, ვიდალმა მისივე წაქცევისთვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი გამოიყენა და „იუვენტუსმა“ 3 ან მეტი ბურთი სერია A-ს ზედიზედ 5 შეხვედრაში გაიტანა, რაც 1960 წლის შემდეგ პირველად მოხდა.

„სამპდორიამ“ ბოლომდე იბრძოლა. 70-ე წუთზე, გენუელებმა, გაბიადინის დარტყმით, ჩამორჩენა კვლავ მინიმუმამდე დაიყვანეს, მაგრამ 8 წუთში, პოგბამ ლამაზი შორეული დარტყმით „იუვეს“ უპირატესობა ისევ ორამდე გაზარდა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

წარმატებით თამაშს განაგრძობს „რომა“. დედაქალაქელებმა „ლივორნოს“ უმასპინძლეს და ბოლო ადგილზე მყოფი გუნდი უქულოდ ზედიზედ მე-5 მატჩში დატოვეს. 20 ტურის შემდეგ, „ჯალოროსის“ 47 ქულა აქვს. ამაზე უკეთესი შედეგი რომაელებს ერთადერთხელ, 2000-01 წლების სეზონში ჰქონდათ, როდესაც მათ სერია A ჯერჯერობით უკანასკნელად მოიგეს.

 

რომა-ლივორნო 3:0 (2:0)

რომი, “ოლიმპიკო” 40000

რომა (4-3-3): დე სანკტისი, ტოროსიდისი, ბენატია, კასტანი, დოდო, პიანიჩი (ნაინგოლანი 69), დე როსი, სტროოტმანი, ლიაიჩი, დესტრო (ტოტი 79), ჟერვინიო (ფლორენცი 67).

მწვრთნელი: რუდი გარსია.

ოლიმპიკო (3-1-4-2): ბარდი, პიჩინი, ჩეკერინი (ლამბრუგი 76), რინაუდო, ბენასი (მოსკერა 81), ვალენტინი, მბაიე, დუნკანი (ბორხა 46), ბიაჯანტი, გრეკო, პაულინიო.

მწვრთნელი: ატილიო პეროტი.

გოლები: 1:0 დესტრო (6), 2:0 სტროოტმანი (36), 3:0 ლიაიჩი (78).

გაფრთხილება: კასტანი 82.

მსაჯი: კარმინე რუსო.

ბურთის ფლობა: 69%-31%, დარტყმა: 21 (10)-4 (0), კუთხური: 8-0, თამაშგარე: 1-1, სეივი: 0-7, ჯარიმა: 16-9.

 

იუვენტუსი-სამპდორია 4:2 (3:1)

ტურინი, “იუვენტუს სთედიუმი” 37000

იუვენტუსი (3-1-4-2): ბუფონი, ბარძალი, ოგბონა, კიელინი, მარკიზიო, ლიხტშტაინერი, ვიდალი, პოგბა, ასამოა (პელუზო 80), ლიორენტე (კვალიარელა 86), ტევესი (ჯოვინკო 86).

მწვრთნელი: ანტონიო კონტე.

სამპდორია (4-2-3-1): და კოსტა, დე სილვესტრი, მუსტაფი (კოსტა 52), გასტალდელო, რეჯინი, პალომბო, ობიანგი, გაბიადინი, ბიარნასონი (რენანი 46), ვსზოლეკი (სანსონე 70), ედერი.

მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი.

გოლები: 1;0 ვიდალი (19), 2:0 ლიორენტე (24), 2:1 ბარძალი (38, ს.კ.), 3:1 ვიდალი (41, პენ), 3:2 გაბიადინი (70), 4:2 პოგბა (78).

გაფრთხილებები: კიელინი 29 - რეჯინი 41, ვსზოლეკი 51, გასტალდელო 75.

მსაჯი: ანდრეა ჯერვაზონი.

ბურთის ფლობა: 51%-49%, დარტყმა: 18 (5)-17 (5), კუთხური: 3-10, თამაშგარე: 2-2, სეივი: 3-1, ჯარიმა: 7-12.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.089006