ინტერვიუები

12:38 | 15.04.2011 | ნანახია [] - ჯერ

ივიცა ოლიჩი: “თბილისში ცუდად ვითამაშეთ”

ხორვატიის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის “ბაიერნის” თავდამსხმელმა ივიცა ოლიჩმა, რომელიც ტრავმის გამო უკვე დიდი ხანია, რაც მოედანზე არ გასულა, თვლის, რომ ევრო-2012-ის შესარჩევ ციკლში, თბილისში, სლავენ ბილიჩის შეგირდები გამარჯვებას არ იმსახურებდნენ.

ამის შესახებ, მან რუსულ გამოცემა “სპორტ-ექსპრესისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომლიდანაც მცირე ამონარიდს “მსოფლიო სპორტის” მკითხველს ვთავაზობთ.
- თქვენს გარეშე ხორვატიის ნაკრებს საქმე არ აეწყო – ევრო-2012-ის შესარჩევში საქართველოსთან წააგო...
- რა თქმა უნდა, ცხოვრება გავირთულეთ, მაგრამ ძველებურად კარგი შანსი გვაქვს. ვფიქრობ, ამას შევძლებთ – წარუმატებლობა სწრაფად უნდა დავივიწყოთ და კონცენტრაცია მომდევნო თამაშზე მოვახდინოთ.
- ხორვატიის კარში გოლი გერმანიაში მოთამაშე კობიაშვილმა გაიტანა. მას იცნობთ?
- არა, მხოლოდ ის ვიცი, რომ “ჰერტაში” გამოდის. თბილისში ცუდად ვითამაშეთ და გამარჯვებას არ ვიმსახურებდით. იმედია, ამ წარუმატებლობისგან სათანადო გაკვეთილი მივიღეთ და ჯგუფიდან გავალთ.
- მითუმეტეს, მწყობრში ოლიჩიც ჩადგება...
- იმედია, დასკვნით მატჩებში ნაკრებს დავეხმარები.
შეგახსენებთ, რომ ხორვატები მომდევნო შეხვედრაში, რომელიც სამ ივნისს გაიმართება, სპლიტში საქართველოს ნაკრებს უმასპინძლებენ. სხვათა შორის, ბოლო 14 წლის მანძილზე, ხორვატიის ეროვნული გუნდი მსოფლიო თუ ევროპის ჩემპიონატების შესარჩევ ციკლში სპლიტში პირველად ითამაშებს.

 

მოამზადა ლაშა თაბაგარმა
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.100261