ფეხბურთი

17:42 | 20.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჟუან ჟეზუსი: “სირცხვილია!”

მილანის “ინტერის” ბრაზილიელი მცველი ჟუან ჟეზუსი მიიჩევს, რომ სერია A-ში “ნერაძურის” მიერ მე-9 ადგილის დაკავება სამარცხვინო შედეგია.

იტალიის ჩემპიონატის ბოლო ტურში, “ინტერი” საკუთარ კედლებში “უდინეზესთან” 2:5 განადგურდა. მილანელებმა, რომლებსაც ბოლო დროს სერიოზული საკადრო პრობლემები აქვთ, უკანასკნელ 5 მატჩში მხოლოდ 1 ქულა აიღეს.

“გასული სეზონის განმავლობაში არაერთი ფეხბურთელი დავკარგეთ. ჩემპიონატში მე-9 ადგილის დაკავება სირცხვილია. კარგია, რომ სეზონი უკვე დასრულდა.

ახლა, საჭიროა მობილიზაცია და ყველაფრის თავიდან დაწყება. დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო სეზონში “ინტერი” უფრო ძლიერი იქნება. გულშემატკივრებს მადლობას ვუხდი იმისათვის, რომ მათ რთულ სიტუაციაშიც არ მიგვატოვეს. მათ ესმით, რისი გადატანაც მოგვიხდა.

სტრამაჩონის საკითხი? ეს მხოლოდ პრეზიდენტის გადასაწყვეტია. ამ მწვრთნელის მადლიერი ბოლომდე ვიქნები იმისთვის, რაც მან ჩემთვის გააკეთა.” – ციტირებს 21 წლის მცველის სიტყვებს Football Italia.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.169663