ძიუდო

11:10 | 20.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჟურნალისტების საყურადღებოდ: ძიუდოს მედია-აკრედიტაციები და გრან პრის ოფიციალური პროგრამა

თბილისის სპორტის სასახლეში 21-23 მარტს ძიუდოში თბილისის გრან პრი 2014 გაიმართება, სადაც ჩემპიონობისათვის მსოფლიოს 25-მდე ქვეყნის 200-ზე მეტი მონაწილე იბრძოლებს მედლებისათვის მამაკაცთა და ქალთა შორის 7-7 წონით კატეგორიაში (იხილეთ ოფიციალური პროგრამა).

ტურნირის გასაშუქებლად ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ელექტრონულ ბაზაში, ჯამში 60-მდე ჟურნალისტი დარეგისტრირდა.

მედია-აკრედიტაციები გაიცემა 20 მარტს სასტუმროში "ჰოლიდეი ინ" (სპორტის სასახლის გვერდით), 13:00 საათიდან. ასევე 20 მარტს სასტუმრო ჰოლიდეი ინში 14:00 საათზე გაიმართება ოფიციალური კენჭისყრა, ხოლო 15:00 საათზე ტურნირის პრესკონფერენცია.

ძიუდოს გრან პრის თბილისი 2014 წლიდან პირველად მასპინძლობს, ტურნირში საქართველოს ნაკრები უძლიერესი შემადგენლობით გამოვა. 

თბილისის გრან პრის ფინალური ბლოკის პირდაპირი ტრანსლაციები სამივე დღეს 17:00 საათიდან საქართველოს საზოგადოებრვი მაუწყებლის პირველ არხზე გადაიცემა. ტურნირის საპრიზო ფონდია 100 000 დოლარი, დასწრება უფასოა.

20 მარტი

13:00 - მედია-აკრედიტაციის გაცემა (სასტუმრო ჰოლიდეი ინ)
14:00 - ტურნირის ოფიციალური კენჭისყრა (სასტუმრო ჰოლიდეი ინ)
15:00 - ოფიციალური პრესკონფერენცია, კონტრაქტის გაფორმება ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციასა და სპონსორ კომპანია "გრინ ჰილს" შორის (სასტუმრო ჰოლიდეი ინ)

21 მარტი


10:00 - წინასწარი შეხვედრები (კაცები -60 კგ, -66 კგ. ქალები -48 კგ, -52 კგ, -57 კგ)
16:30 - გრან პრის ოფიციალური გახსნის ცერემონიალი
17:00 - ფინალური ბლოკი

22 მარტი

10:00 - წინასწარი შეხვედრები (კაცები -73 კგ, -81 კგ. ქალები -63 კგ, -70 კგ)
17:00 - ფინალური ბლოკი 

23 მარტი

10:00 - წინასწარი შეხვედრები (კაცები -90 კგ, -100 კგ, +100 კგ. ქალები 78 კგ, + 78 კგ)
17:00 - ფინალური ბლოკი

სამინისტროს პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.165981