როგორც უკვე ვიუწყებოდით, 2015 წლის საკალათბურთო ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური რაუნდი ოთხ ქვეყანაში ჩატარდება, პლეი-ოფის მატჩებს კი ლილი უმასპინძლებს. არ გვითქვამს ერთი რამ: საფრანგეთში მატჩები არა საკალათბურთო, არამედ... საფეხბურთო არენაზე ჩატარდება.
ლილის სტადიონ “პიერ მორუაზე” მატჩებს ადგილობრივი საფეხბურთო კლუბი ატარებს. ეს თანამედროვე სარბიელი 2012 წელს აშენდა და 50 186 მაყურებელზეა გათვლილი, სპეციალური ტექნიკის საშუალებით კი, მისი საკალათბურთო არენად გარდაქმნა ხდება და ადგილების რაოდენობა 27 ათასამდე მცირდება.
შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტ-2015-ის საწყისი მატჩები ზაგრებში (ხორვატია), ბერლინში (გერმანია), რიგასა (ლატვია) და მონპელიეში (საფრანგეთი) ჩატარდება, საუკეთესო 16 გუნდი კი ბრძოლას ლილში გააგრელებს.
იმედი გამოვთქვათ, რომ “პიერ მორუას” “დაჭაშნიკება” საქართველოს საკალათბურთო ნაკრებსაც მოუწევს, რომელიც ფინალისტთა შორის შესარჩევი ციკლის წარმატებით გავლის წყალობით მოხვდა.
აქვე ლილის სტადიონის საკალათბურთო არენად გარდაქმნის ვიდეოც.
http://www.dailymotion.com/video/x12g04h_transformation-du-stade-de-lille-en-boite-a-spectacle_sport







