ფეხბურთი

13:34 | 9.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

კალიეხონი “ნაპოლის” უახლოვდება

დიდი ალბათობით, მადრიდის “რეალის” ნახევარმცველი ხოსე კალიეხონი კარიერას იტალიურ “ნაპოლიში” განაგრძობს. ამის შესახებ AS-ი იუწყება.

აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, კალიეხონი ნეაპოლში უახლოეს პერიოდში გაფრინდება და ადგილობრივ კლუბთან 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. მის სანაცვლოდ, “რეალი” 10 მილიონ ევროს მიიღებს.

შეგახსებეთ, რომ კალიეხონი “სანტიაგო ბერნაბეუზე” 2011 წელს, “ესპანიოლიდან” გადავიდა. მადრიდელებს მისი შეძენა 5.5 მილიონი ევრო დაუჯდათ.

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.133067