კოლუმბიაში ცხოვრობენ და თავიანთი არსებობით ყველას ატკბობენ მოდელი ტყუპი დები, კამილა და მარიანა დავალოსები. ამ გოგონათა ცქერა მართლაც რომ ერთ რამედ ღირს და რაგინდარა გულქვა კაცსაც კი ვნების ცეცხლს შეუნთებენ გულში.
ჰოდა ეს ჩვენი მოდელი ტყუპი დები, თურმე ფეხბურთის დიდი ქომაგებიც ყოფილან და უკვე აქედანვე იქადნებიან, ბრაზილიაში ჩვენი მშობლიური ქვეყნის ნაკრებს ისე ვუგულშემატკივრებთ, აქამდე ჯერ რომ არავის გინახავთ და ჯერ რომ არავის გაგიგონიათო.
