სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

17:39 | 29.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

კარანკა: “კასილიასი, ამჟამად, არაკონკურენტუნარიანია”

 

მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელის თანაშემწე აიტორ კარანკა აცხადებს, რომ მიუხედავად სრული დატვირთვით ვარჯიშისა, იკერ კასილიასი სათამაშოდ მზად კვლავ არაა.

“ამჟამად, კასილიასი არაკონკურენტუნარიანია. თუმცა, სიმართლეა, რომ ის სრული დატვირთვით, შეზღუდვების გარეშე ვარჯიშობს.

როდესაც ის 100%-ით მზად იქნება, განაცხადში აუცილებლად მოხვდება. კასილიასი მეკარეა და მისი პიზიცია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. ის თამაშისთვის მზად უნდა იყოს.” – აცხადებს აიტორ კარანკა.

შეგახსენებთ, რომ ხელის ტრავმის გამო, იკერ კასილიასს 23 იანვრის შემდეგ არ უთამაშია.

0.098125