ინტერვიუები

10:49 | 10.08.2010 | ნანახია [] - ჯერ

კარიმ ბენზემა: "განსაკუთრებული” მწვრთნელი განსაკუთრებულს არაფერს ითხოვს"

რამდენიმე დღის წინათ ერთი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც კარიმ ბენზემამ თავი მადრიდის “რეალში” ამოჰყო. გასული სეზონი ბენზემასთვის საამოდ გასახსენებელი ნამდვილად არ იქნება – მან “სანტიაგო ბერნაბეუზე” ღირებული ვერაფერი აჩვენა მაყურებელს, თანანაკრებელ ფრანკ რიბერისთან ერთად სექსსკანდალში გაეხვა, “ჩაროზად” კი, რაიმონ დომენეკმა კარიმი სამუნდიალე განაცხადს მიღმა დატოვა. ბენზემა ამტკიცებს, რომ საფეხბურთო კარიერის რთული პერიოდი უკან მოიტოვა, “რეალს” გაუშინაურდა და გულშემატკივარს ახალ სეზონში გაცილებით უკეთეს თამაშს ჰპირდება.  
- რას უნდა ველოდოთ თქვენგან ახალ სეზონში?
- უკვე ერთი წელია “რეალის” სრულუფლებიანი წევრი ვარ, ესპანური ენა ავითვისე, რაც დამატებითი პლუსია. ვფიქრობ, მოახლოებული სეზონი “ჩემი” გახდება.
- უპირველესად, რით აპირებთ სარგებლობის მოტანას “რეალისთვის”?
- გატანილი გოლებით. ვიმედოვნებ მეტოქეთა კარს მრავალჯერ დავლაშქრავ. საამისოდ კი ბევრი უნდა ვიშრომო. მხოლოდ ამით თუ დავარწმუნებ ჟოზე მოურინიოს ჩემს შესაძლებლობებში.
- “რეალის” ახალ დამრიგებელთან როგორი ურთიერთობა ჩამოგიყალიბდათ?
- პორტუგალიელი ფეხბურთელებთან ინდივიდუალურად საუბრობს და ნებისმიერი ჩვენთაგანი, მისი ოთახიდან გამოსული, კიდევ უფრო მეტად თავდაჯერებული ხდება. სეუ ჟოზე მხოლოდ გამარჯვებასაა მიჩვეული. ამას, მოთამაშეთა შესაძლებლობების სრულად წარმოჩენის ხარჯზე აკეთებს და გამონაკლისი არც ჩვენ, “ბლანკოსის” ფეხბურთელები ვიქნებით.
- პირადად თქვენგან, რას ითხოვს მოურინიო?
- “განსაკუთრებული” მწვრთნელი განსაკუთრებულს არაფერს ითხოვს. იგი მეუბნება, “შენი” ფეხბურთი ითამაშე და გოლები გაიტანეო. მეც სწორედ ამას ვაპირებ.
- გუნდის ახალწვეულებზე რას გვეტყოდით?
- კარგი ფეხბურთელები არიან და “რეალის” სათამაშო სტილსაც მიესადაგებიან. ყველას ერთად დიდძალი ოფლისმღვრელი სამუშაო გველის, რათა ტიტულები მოვიგოთ. სხვა შედეგი ჩვენ გულშემატკივრებს არ აკმაყოფილებთ. მზადება დასხული გეგმით მიდის. მთლიანდ ვართ კონცენტრირებული სამუშაო პროცესზე. გულშემატკივრებს კი მსურს ვუთხრა, რომ ჩვენი რწმენა ერთი წუთუთაც არ დაკარგონ და მათ გახარებას შევძლებთ. პირადად მე კი ვპირდები, რომ კარიმ ბენზემას “საუკეთესო ვარიანტს” იხილავენ მინდორზე.
მოამზადა გოჩა კაჭარავამ
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.169288