ჭადრაკი

14:11 | 9.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

კარუანას საოცარი გამარჯვება!

ფენომენალური შედეგით 10-დან 8.5 ქულა და 3 100 რეიტინგ-პერფომანსით დაასრულა ასპარეზობა იტალიელმა მოჭადრაკე ფაბიანო კარუანამ სენტ-ლუისში დასრულებულ რექს სინკფილდის თასის გათამაშებაზე.

მსგავსი შედეგი სუპერტურნირებში იშვიათად დაფიქსირებულა. სპეციალისტები კარუანას შედეგს ადარებენ 1994 წელს კარპოვის დამაჯერებელ გამარჯვებას ესპანეთის ლინარესში გამრთულ სუპერტურნირში. თუმცა, შემადგენლობა სენტ-ლუისში  უფრო ძლიერი იყო, რადგანაც შეჯიბრის ექვსივე მონაწილე მსოფლიო საჭადრაკო რეიტინგ-სიის ათეულის წარმომადგენელი გახლდათ.

გამარჯვებულმა პირველი შვიდი შეხვედრა მოიგო,  მომდევნო სამი ფრედ დაასრულა და მეორე ადგილზე გასულ  მსოფლიოს ჩემპიონ მაგნუს კარლსენს (ნორვეგია) მთელი 3 (!) ქულით გაასწრო. მესამე ადგილზე 5 ქულით მსოფლიოს ექსჩემპიონი ვესელინ ტოპალოვი (ბულგარეთი) გავიდა.

4-4 ქულით IV-V ადგილები ლევონ არონიანმა (სომხეთი) და მაქს ვაშიე-ლაგრავმა (საფრანგეთი) გაინაწილეს, ბოლო ადგილზე კი 3 ქულით ჰიკარუ ნაკამურა (აშშ) გავიდა.

ტურნირის დასასრულს გამართულ პრესკონფერენციაზე მონაწილეებს სთხოვეს ტურნირს საუკეთესო პარტია დაესახელებინათ. ცხადია, პასუხებისას კარუანას თამაშები არავის გამორჩენია.

ნაკამურა: კარუანა – ვაშიე-ლაგრავი (1:0)

ტოპალოვი: ნებისმიერი კარუანას მოგებული ...

კარლსენი: ტოპალოვი – კარუანა (0:1)

ვაშიე-ლაგრავი: კარლსენი – კარუანა (0:1)

არონიანი: კარლსენი – კარუანა (0:1)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.098609