ჰოლანდიური ინტერნეტგამოცემა voetbalprimeur.nl -ი ერედივიზიონში საუკეთესო ცენტრალური მცველის გამოსავლენად გამოკითხვას ატარებს და ნომინანტებს შორის არნემის “ვიტესის” კაპიტანი გურამ კაშიაც მოხვდა.
25 წლის ქართველი ფეხბურთელის ოპონენტი 6 ცენტრალური მცველია: ტობი ალდერვეირელდი, ნიკლას მოისანდერი (ორივე “აიაქსი”), სტეფან დე ვრიი (“ფეიენოორდი”), ვირგილ ვან დიიკი (“გრონინგენი”), მაიკ ვან დერ ჰოორნი (“უტრეხტი”), დუგლასი (“ტვენტე”).
გამოკითხვის შედეგად, ორი ცენტრალური მცველი შეირჩევა, რომელიც სეზონის სომბოლურ ნაკრებში მოხვდება.
აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში კაშიამ “ვიტესის” შემადგენლობაში ერედივიზიონში 32 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.









