ფეხბურთი

21:29 | 28.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

კასილიასმა მსუბუქად ვარჯიში დაიწყო

მადრიდის “რეალის” კაპიტანმა და ნომერ პირველმა მეკარემ, იკერ კასილიასმა, მსუბუქი დატვირთვით ვარჯიში განაახლა, მაგრამ მოედანზე მისი დაბრუნება ჯერ მაინც არ იგეგმება.

დაახლოებით ერთთვიანი შესვენების შემდეგ, კასილიასი “რეალის” საწვრთნელ ბაზაზე გამოჩნდა. გუნდის კაპიტანი მოტეხილი ხელის მკურნალობას განაგრძობს, მაგრამ მას ექიმებმა მსუბუქად ვარჯიშის ნება დართეს. დღეს დილით, იკერმა რამდენიმე მარტივი მოძრაობა შეასრულა და ბურთთან ერთადაც ივარჯიშა.

UEFA-ს ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, მიუხედავად ვარჯიშის განახლებისა, კასილიასის დაბრუნება მარტის ბოლომდე არ იგეგმება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095782