ფეხბურთი

19:52 | 24.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

კისლინგს მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის იმედი გადაეწურა

“ლევერკუზენის” საუკეთესო ბომბარდირს, შტეფან კისლინგს 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის იმედი გადაეწურა.

ბოლო წლებში, კისლინგს გოლები სტაბილურად გააქვს, მაგრამ გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იოახიმ ლიოვი მას მაინც არ იძახებს. ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაში 13 თამაშში 8 გოლის გამტანმა ფეხბურთელმა ეროვნულ გუნდში ბოლოს 2010 წელს ითამაშა.

“მწვრთნელმა გასაგებად მიმანიშნა, რომ ჩემს ამხანაგურ მატჩებში გამოძახებასა და მსოფლიოს ჩემპიონატზე წაყვანას არ აპირებს. ვფიქრობ, ნაკრებში მხოლოდ იმ შემთხვევაში გამომიძახებენ, თუ გუნდში ძალიან ცუდი რამ მოხდება.” – ციტირებს კისტლინგის სიტყვებს Goal-ი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.159821