ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა ზურაბ დათუნაშვილმა ლონდონის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა. 74 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველმა სოფიაში მიმდინარე ტურნირზე სამი შეხვედრა ჩაატარა, სამივეში იმარჯვა და ჩემპიონობას ერთადერთი მოგება აშორებს.
დღესვე ბულგარულ ხალიჩაზე ბეგი დარჩიას გუნდის კიდევ სამი წევრი გავიდა, მაგრამ ფინალამდე მისვლა ვერცერთმა მოახერხა. ფირუზ წულუკიძე (60 კგ) ოქრო-ვერცხლისთვის ბრძოლას მეოთხედფინალიდან გამოეთიშა, მაგრამ მას შემდეგ, რაც მისი მომგები – ფინელი მატი ტაპიე კეტუნენი ფინალში გავიდა, რეპეშაჟში გადაერთო და “ბრინჯაოს ფინალამდეც” მივიდა, სადაც ბერძენ მატიას ვლადიმიროსს დაეჭიდება. დათუნაშვილი კი, საჩემპიონო შეხვედრას დანიელ მარკ ოვერგარდ მადსენთან ჩაატარებს.
ოთარ მაღლაკელიძე







