ფეხბურთი

20:02 | 12.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

კლემენტე ლიბიას გაწვრთნის

ცნობილი ესპანელი სპეციალისტი ხავიერ კლემენტე ლიბიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდა. FIFA-ს ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, კლემენტემ, ლიბიის ფეხბურთის ფედერაციასთან, 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

63 წლის ესპანელმა აბდელჰაფიდ ალ-რაბიხი შეცვალა, რომელიც თანამდებობიდან მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მიღმა დარჩენის შემდეგ გაათავისუფლეს.

თავისი ხანგრძლივი სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში, კლემენტეს ოცამდე გუნდში უმუშავია. მათ შორისაა ესპანეთის, სერბეთისა და კამერუნის ნაკრებები, ასევე ისეთი კლუბები, როგორიცაა “ბილბაო”, “ესპანიოლი” და “ატლეტიკო”.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090431