ფეხბურთი

11:02 | 13.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

კლემენტეს ლიბია ჩააბარეს

ესპანეთის, კამერუნისა და სერბეთის ნაკრებების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ხავიერ კლემენტე, მუშაობას ლიბიის ნაკრებში გააგრძელებს. 63 წლის სპეციალისტს კონტრაქტი მას შემდეგ შესთავაზეს, რაც ლიბიის ნაკრებმა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი დაკარგა.

ლიბიური ფეხბურთის ხელმძღვანელებმა, კლემენტეს აქედანვე გააცნეს მთავარი ამოცანა – აფრიკის 2015 წლის თასის ფინალურ ეტაპზე გასვლა. ახალმა მწვრთნელმა კი კლუბების, გულშემატკივრებისა და პრესის მხარდაჭერა ითხოვა, აქაოდა, მხოლოდ ერთობლივი მუშაობით შევძლებთ საწადელის მიღწევასო. 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.185454