კალათბურთი

13:42 | 30.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

“კლიპერსს” მეივეზერი იყიდის?

ცნობილმა მოკრივე ფლოიდ მეივეზერ-უმცროსმა, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენად ითვლება, “ლოს ანჟელეს კლიპერსის” შეძენის სურვილი გამოთქვა.

მეივეზერმა საკუთარი გეგმების შესახებ რამდენიმე საათის შემდეგ ისაუბრა მას შემდეგ, რაც ნბა-ს კომისიონერმა ადამ სილვერმა კალიფორნიული კლუბის მფლობელის დონალდ სტერლინგის სამუდამო დისკვალიფიკაციის შესახაბ განაცხადა.

ფლოიდის თქმით, აღნიშნულ საკითხზე მას კონსულტაციები ბიზნეს-პარტნიორებთანაც ჰქონდა: “გვსურს თუ არა “კლიპერსის” შეძენა? დიახ, ძალიან გვინდა და ეს, მხოლოდ საუბრები არაა. ამასთან, არა 3-4%-ის მიღება მინდა, არამედ აქციების სოლიდური წილი”, - განაცხადა მეივეზერმა.

ცნობისთვის, ამერიკელი მოკრივე ლოს ანჟელესში “ლეიკერსის” და “კლიპერსის” მატჩებს რეგულარულად ესწრება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090789