ფეხბურთი

15:42 | 10.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი: “წარმატებით თამაში როისის გარეშეც შეგვიძლია”

“დორტმუნდის” მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა, კლუბის ლიდერ მარკოს როისის ტრავმაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მის გუნდს, წარმატებით თამაში როისის გარეშეც შეუძლია.

“შესაძლოა, მარკოს უარესი ტრავმა მიეღო. ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ოთხი კვირა სწრაფად გავა. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ მის გარეშე თამაშზე და დარწმუნებული ვარ, ამას წარმატებით შევძლებთ”, – განაცხადა გერმანელმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ როისმა შოტლანდიასთან მოგებულ (2:1) შეხვედრაში კოჭის ტრავმა მიიღო და 4 კვირის გამოტოვება მოუწევს.

ირაკლი ალიმბარაშვილი

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092091