მამუკა კობახიძე ყაზანის “რუბინის” დუბლშემადგენლობაში არ ათამაშეს.
რუსეთის საფეხბურთო პირველობაზე დუბლშემადგენობათა შორის, ყაზანის “რუბინმა” შინ მოსკოვის ცსკა-ს მოუგო – 3:2. კობახიძე, რომელის ყაზანელებს მიმდინარე ზაფხულში შეუერთდა, სათადარიგო იყო, მაგრამ მოედანზე გასვლა არ მოუწია. მას ახალ გუნდში დებიუტი წინა ტურში ჰქონდა, როდესაც “რუბინის” დუბლებმა “ლოკომოტივს” 2:0 აჯობეს. 21 წლის ქართველი მცველი სასტარტოში იმყოფებოდა და 63-ე წუთზე შეცვალეს.
კობახიძეს საქართველოში “ზესტაფონისა” და გორის “დილას” სასტარტოში მოხვედრის პრობლემა არ ჰქონია. მას 21-წლამდელთა ნაკრებშიც არაერთხელ უთამაშია. რუსეთში კი, ჯერჯერობით დამკვიდრება უჭირს. მან 2012-2013 წლების სეზონის მეორე ნახევარო ვლადიკავკაზის “ალანიაში” გაატარა, სადაც პირველ გუნდში არცერთხელ უთამაშია. ამჟამად, “რუბინის” დუბლშემადგენლობაში გამოდის.